კოსმოჰაბი

კოსმოსური კონკურსი

ჰაკათონი სკოლის მოსწავლეებისთვის

[ჰაკათონი დასრულებულია]
SpaceY: კოსმოსის მკვლევართა საზოგადოება აცხადებს ჰაკათონს სკოლის მოსწავლეებისთვის.

 

ჰაკათონი ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ასტრონომიის, კოსმოსური კვლევების და ტექნოლოგიური სიახლეების სფეროში. 

მონაწილეები იმუშავებენ კოსმოსურ თემაზე, შექმნიან იდეას ან პროექტს და წარადგენენ ჟიურის წინაშე. ჩვენ გვსურს, ახალგაზრდები ამ ფორმით წავახალისოთ და დავაინტერესოთ ასტრონომიით, კოსმოსითა და ტექნოლოგიებით. 

 

რეგისტრაცია და მონაწილეობის პირობები
რეგისტრაცია

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს საქართველოს რეგიონების მასშტაბით – თბილისის გარდა ყველა ქალაქის/სოფლის სკოლების VII-XI კლასის მოსწავლეებს. 

რეგისტრაცია უფასოა და მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში, სპეციალური სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით.


📅 რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 19 ივნისი, 23:59  

📌 რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბმულზე.

 

მონაწილეობის პირობები და ტექნიკური მოთხოვნები
  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონში მცხოვრებ VII-XI კლასის მოსწავლეებს.
  • ნამუშევრის წარდგენა მოხდება ონაილ ფორმატით. 

 

დაჯილდოება

ჰაკათონის გამარჯვებული მიიღებს ტელესკოპს  — როგორც შთამაგონებელ საჩუქარს კოსმოსის უკეთ გასაცნობად.

 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ:

📧 Email: spaceYhub@gmail.com
ⓕ ან ფეისბუქზე: SpaceY: კოსმოსის მკვლევართა საზოგადოება

 

 

 

 

❓ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

 

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XI კლასის მოსწავლეებს საქართველოს რეგიონების ნებისმიერი სკოლიდან

 

როგორ ხდება რეგისტრაცია?

დასარეგისტრირებლად უნდა შეავსოთ სპეციალური ონლაინ ფორმა – იხილეთ ბმული

 

უნდა ვიყო ასტრონომიის მცოდნე?

არაა საჭირო სპეციალური ცოდნა — საკმარისია, რომ გაინტერესებდეს კოსმოსი და გქონდეს შემოქმედებითი იდეა.

 

შეიძლება გუნდური მონაწილეობა?

დიახ, შეგიძლიათ მონაწილეობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (2–3 მოსწავლე).

 

რა ფორმატში უნდა წარვადგინო ნამუშევარი?

ნამუშევრის წარდგენა მოხდება ონლაინ ფორმით.

 

რა არის ჰაკათონის პრიზი?

ჰაკათონის გამარჯვებული მიიღებს ტელესკოპს — სამეცნიერო ინტერესის განვითარებისთვის.

 

როგორ მოხდება შეფასება?

ნამუშევრები შეფასდება ჟიურის მიერ შემდეგი კრიტერიუმებით:

    • იდეის ორიგინალურობა
    • თემასთან შესაბამისობა
    • პრეზენტაციის ხარისხი

 

როგორ მივიღო დამატებითი ინფორმაცია?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე (📧 spaceYhub@gmail.com) ან ფეისბუქ გვერდზე (ⓕ SpaceY: კოსმოსის მკვლევართა საზოგადოება). 

ასტრონომიის კონკურსი

 

 



🌟 SpaceY-ის Facebook კონკურსი!  [კონკურსი დასრულებულია]

მოუხმე კოსმოსურ განწყობას, გადადი ლინკზე და მიიღე მონაწილეობა ჩვენს კოსმოსურ კონკურსში!  საკმაოდ მარტივია და შესაძლოა ვარსკვლავური პრიზებიც შეგხვდეს! 🚀🎁

წარმატებები! ✨ 

 

 

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading