🔭 ღამის ცა დღეს – თქვენი ადგილმდებარეობიდან ღამის ცის დეტალური რუკა რეალურ დროში.
🌞 მზე ახლა – NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიის დაკვირვებები, მზის უახლესი სურათები და მონაცემები.
📡 Helioviewer – NASA-სა და ESA-ს ობსერვატორიების მონაცემები. ინტერნეტ-პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იხილოთ და გაანალიზოთ მზის ამსახველი მაღალი ხარისხის სურათები და ვიდეოები.
🌞 კოსმოსური ამინდი ახლა – კოსმოსური ამინდის სიახლეები, მათ შორის მზის აქტივობისა და გეომაგნიტური შტორმების შესახებ ინფორმაცია. რეალურ დროში მონაცემები და პროგნოზები კოსმოსური ამინდის შესახებ.
🔎 iSolSearch – ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჰელიოფიზიკის მოვლენების ცოდნის ბაზაზე (HEK) წვდომას და გვთავაზობს მზის მონაცემებისა და მზეზე დაფიქსირებული მოვლენების ძიებას. ძირითადად ფოკუსირებულია Solar Dynamics Observatory (SDO)-ის მონაცემებზე.
აპლიკაციები
🛰️️ JHelioviewer – უფასო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დაათვალიერონ და შეისწავლონ მზის მონაცემები სხვადასხვა კოსმოსური ობსერვატორიიდან. ის უზრუნველყოფს 2D და 3D ვიზუალიზაციებს მზის სხვადასხვა მოვლენების შესასწავლად.
✨ Stellarium – უფასო ასტრონომიული სიმულატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაათვალიეროთ ციური სხეულები და გაეცნოთ ასტრონომიულ მოვლენებს. ის გვთავაზობს ინტერაქტიურ ციურ რუკას, რომელიც დაგვეხმარება ვნახოთ ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ასტრონომიული ობიექტები.