იუპიტერი spaceyhub

იუპიტერი: მზის სისტემის გიგანტი

იუპიტერი, პლანეტების მეფე, გაზის გიგანტია, რომელიც თავისი უზარმაზარი ზომით, ძლიერი შტორმებითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით მართავს ჩვენს მზის სისტემას. ეს პლანეტა, რომელსაც რომაელი ღმერთების მეფის სახელი დაარქვეს, წარმოგვიდგენს კონტრასტებით სავსე სამყაროს: მისი მღელვარე ღრუბლებიდან, მის თანამგზავრებზე აღმოჩენილ ყინულოვან საიდუმლოებამდე. იუპიტერი წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საიდუმლო პლანეტას, რომელიც გამორჩეულია თავისი უძლიერესი მაგნიტური ველით, ძალიან სწრაფი ბრუნვით და შთამბეჭდავი სტრუქტურით.

 

გაზის გიგანტი, რომლის მსგავსიც არაფერია

იუპიტერის ატმოსფერო მორევების მსგავსია, სადაც ამიაკისა და წყლის ღრუბლები ქმნიან მის დამახასიათებელ მუქ ნარინჯისფერ სარტყლებსა და უფრო ღია ზონებს, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. 

პლანეტის ატმოსფერული სტრუქტურაში ვხედავთ სტიქიურ, ცვალებად გარემოს, სადაც ხშირია ძლიერი ქარიშხლები და მღელვარე ამინდი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი შტორმი პლანეტის ღრმა ატმოსფეროში მდებარეობს — დიდი წითელი ლაქა, რომელიც 300 წელზე მეტია მძვინვარებს  და ზომით დედამიწაზე დიდია. 

NASA- კოსმოსური ხომალდის, Juno მონაცემების მიხედვით, იუპიტერს არ აქვს მყარი ზედაპირი, რადგან იგი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. იგი შეიცავს თხევადი წყალბადის ღრმა ოკეანის მსგავს ფენას, ხოლო მის ბირთვსბუნდოვანისტრუქტურა აქვს.

იუპიტერი spaceYhub

 

იუპიტერის უზარმაზარი ზომა და სწრაფი ბრუნვა

იუპიტერი ყველაზე დიდი პლანეტაა მზის სისტემაში. 69 911 კილომეტრი რადიუსით, იუპიტერი დედამიწაზე 11-ჯერ უფრო განიერია. მიუხედავად მისი ზომისა, პლანეტაზე დღე საოცრად მოკლეა — მხოლოდ 9.9 საათი. პლანეტას მზის გარშემო ერთი ბრუნის დასასრულებლად დედამიწის 12 წელი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წელიწადი დედამიწის 4 333 დღეა.

 

მთვარეები, რგოლები და მაგნიტური ძალა

იუპიტერს აქვს 95 მთვარე, რომელთაც საკუთარი მინიატურული მზის სისტემა შექმნეს.  ოთხი უდიდესი მთვარე — იო, ევროპა, განიმედე და კალისტო — პირველად გალილეო გალილეიმ 1610 წელს აღმოაჩინა. ეს მთვარეები ცალკე სამყაროებია, რომელთაც შესაძლოა ძალიან საინტერესო მახასიათებლები გააჩნდეთ.მაგალითად, ვარაუდობენ რომ ევროპა ყინულოვანი ქერქის ქვეშ უზარმაზარ ოკეანეს მალავს, სადაც შესაძლოა სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი გარემოა.

 

იუპიტერის თანამგზავრები: იო, ევროპა, განიმედე, კალისტო
იუპიტერის თანამგზავრები: იო, ევროპა, განიმედე, კალისტო

 

იუპიტერი ასევე გამოირჩევა რგოლების სისტემით, რომელიც NASA-ს Voyager 1 კოსმოსურმა ხომალდმა 1979 წელს აღმოაჩინა. თუმცა, ისინი ბევრად სუსტები და ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე სატურნის რგოლები.

იუპიტერი spaceYhub
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ამ გამოსახულებაზე ჩანს იუპიტერი, მისი თანამგზავრები, რგოლები და პოლარული ციალიც კი.

 

იუპიტერის მაგნიტური ველი მზის სისტემის პლანეტებიდან ყველაზე ძლიერია. ის კოსმოსში მილიონობით კილომეტრზე ვრცელდება და პლანეტის გარშემო უზარმაზარ მაგნიტოსფეროს ქმნის.

იუპიტერის მაგნიტური ველი
იუპიტერის მაგნიტური ველი

 

 

შტორმიანი სამყარო

იუპიტერის გარეგნობა ძალიან დინამიური და საინტერესოა. მისი ღრუბლები, სარტყლები და ქარიშხლები ქმნიან მოზაიკას, რომელიც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.   ძლიერი ჭავლური ნაკადები და ციკლონები, რომლებიც ზოგიერთი ღრუბლების ზედაპირიდან 350 კილომეტრის სიღრმეზე ვრცელდება, ქმნის დინამიურ მომხიბვლელ ატმოსფეროს

ჯუნოსმონაცემები აჩვენებს, რომ ეს შტორმები, მათ შორის დიდი წითელი ლაქა, გაცილებით ღრმა და ინტენსიურია, ვიდრე ადრე ეგონათ.

იუპიტერის თანამგზავრები და დიდი წითელი ლაქა
იუპიტერის თანამგზავრები და დიდი წითელი ლაქა.

 

სიცოცხლის პოტენციალი

მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერის ექსტრემალური პირობების გამო სიცოცხლის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა, მისი მთვარე ევროპა მომავალში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების პერსპექტიული სამიზნეა. მისი ყინულოვანი ქერქის ქვეშ მდებარეობს უზარმაზარი ოკეანე, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდეს. სწორედ ამიტომ, ევროპა NASA-ს მომავალი „ევროპა კლიპერის“ მისიის მთავარი სამიზნეა.

 

იუპიტერი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და მომხიბვლელი პლანეტაა. მისი უზარმაზარი ზომა, ძლიერი შტორმები, საინტერესო თანამგზავრები და მაგნიტური ძალები მას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ციურ ობიექტად და სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთ  ყველაზე მიმზიდველ სამიზნედ აქცევს. 

 

 

წყარო: NASA

ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
სატურნი - ცნობილი თავისი გრაციოზული რგოლებითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით.
ოთხ ფუნდამენტურად განსხვავებულ ფანტასტიკის წიგნის განხილვა, რომლებმაც ჟანრის საზღვრებს გადააბიჯა.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading