სატურნი spaceYhub

სატურნი: მზის სისტემის რგოლებიანი გიგანტი

მზის სისტემის შორეულ სივრცეში, დაცურავს ბრწყინვალე, ოქროსფერ ბურუსში გახვეული სამყაროსატურნი. ცნობილი თავისი გრაციოზული რგოლებითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით, ეს გაზის გიგანტი საუკუნეების განმავლობაში აოცებდა ადამიანებს

 

2016 წელს NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Cassini-მ გადაიღო სატურნის ერთ-ერთი ბოლო, რომელიც ზემოდან გვიჩვენებს ამ პლანეტის მდუმარე სილამაზეს. Cassini-ს ოდისეა, რომელიც 2004 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა, მნიშვნელოვნად ცვლიდა ჩვენს წარმოდგენას ამ იდუმალ სამყაროზე.
2016 წელს NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Cassini-მ გადაიღო სატურნის ერთ-ერთი ბოლო გამოსახულება, რომელიც ზემოდან გვიჩვენებს ამ პლანეტის მდუმარე სილამაზეს. Cassini-ს ოდისეა, რომელიც 2004 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა, მნიშვნელოვნად ცვლიდა ჩვენს წარმოდგენას ამ იდუმალ სამყაროზე.

 

სატურნი ყველაზე შორეული პლანეტაა, რომელიც დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს. რომაელებმა მას სიმდიდრისა და სოფლის მეურნეობის ღმერთისსატურნის (იუპიტერის მამის) სახელი მიანიჭეს.

 

ძირითადი მახასიათებლები

სატურნი, იუპიტერის მსგავსად, გაზის გიგანტია ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარი, რომელსაც მყარი ზედაპირი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პლანეტებსაც აქვთ რგოლები, ვერცერთი შეედრება სატურნის უნიკალურ დიდებულებასყინულითა და მტვრით შექმნილი რთული სისტემას, რომელიც ასობით ათას კილომეტრზეა გადაჭიმული.

ზომა და მანძილი:  სატურნი ნამდვილი გიგანტიადიამეტრით 9-ჯერ აღემატება დედამიწას. მზიდან ის დაახლოებით 1.4 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული, რაც ნიშნავს, რომ მზის შუქს 80 წუთი სჭირდება მასთან მისაღწევად.

 

შიდა სტრუქტურა

სატურნის ფერადი ღრუბლების ქვეშ იმალება მყარი ბირთვი, რომელიც რკინისა და ქვისგან შედგება და გარსშემორტყმულია თხევადი წყალბადის ფენებით. მისი საერთო სიმკვრივე იმდენად დაბალია, რომ თეორიულად იგი წყალში შეიძლება ტივტივებდეს.

 

ატმოსფერო და ამინდი

სატურნს მყარი ზედაპირი არ გააჩნიამისი ატმოსფერო მრავალფეროვანი ღრუბლების სქელი ფენაა, სადაც ფერების მოზაიკა, შტორმები და მძლავრი ქარები ბატონობენ. ეკვატორზე ქარები წამში 500 მ/წმ სიჩქარით მიქრისბევრად სწრაფად, ვიდრე დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ქარიშხალი.

ყველაზე უცნაური ატმოსფერული მოვლენა სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე გვხვდებაგიგანტური ექვსკუთხედი, რომელიც პირველად Voyagerმა დააფიქსირა და მოგვიანებით Cassini დაადასტურა. ეს მუდმივად ბრუნვადი სტრუქტურა დედამიწაზე უფრო დიდია და დღემდე გამოცანად რჩება.

სატურნი spaceYhub

 

მოკლე დღე, გრძელი წელი: სატურნზე დღე მხოლოდ 10.7 საათი გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ პლანეტა წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავს. მზის გარშემო ერთ ორბიტას კი 29.4 დედამიწის წელს უნდება. სატურნის დახრილი ღერძი სეზონების არსებობას განაპირობებს.

 

მთვარეების საოცარი სისტემა

სატურნს მთვარეების მთელი არმია ჰყავს — 2025 წლის მონაცემებით, 274 დადასტურებული თანამგზავრი. თითოეული მათგანი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. ისინი ერთად ქმნიან პატარა, მაგრამ რთულ და მრავალფეროვან სისტემას.

სატურნი SpaceYhub

 

რგოლების სიმფონია

სატურნის რგოლები მის ყველაზე მახასიათებელს ნიშანს წარმოადგენს. შექმნილი ყინულისა და კლდოვანი ნაწილაკებისგან, მათი ზომები მერყეობს მტვრის მარცვლიდან დიდ ლოდებამდე. მიუხედავად იმისა, რომ რგოლები მხოლოდ კილომეტრამდე სისქისაა, ისინი სატურნს თითქმის 300,000 კილომეტრზე ერტყმიან. რგოლების წარმოშობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სატურნის გრავიტაციით დაშლილ მთვარეებთან ან კომეტებთან. რგოლები A-დან G-მდეა დაყოფილი, ხოლო კასინის დივიზია (Cassini Division)დიდი გამყოფი სივრცეყოფს მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო A და B რგოლებს.

სატურნი spaceYhub

 

მაგნიტური ველი და ციალი

სატურნის მაგნიტური ველი 578-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დედამიწის და წარმოქმნის უზარმაზარ მაგნიტოსფეროს. მისი რგოლები და მთვარეები აქტიურად ურთიერთქმედებენ მაგნიტურ ველთან. სატურნზე ჩრდილოეთის ციალი განსხვავდება დედამიწის ანალოგისგანმათ წარმოშობაში მონაწილეობს პლანეტის ბრუნვა და მისი თანამგზავრებისგან გამოტყორცნილი ნაწილაკები, რაც დღემდე კვლევის საგნად რჩება.

 

წარმოშობა და ევოლუცია

სატურნი დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა მზის სისტემის დანარჩენ ნაწილთან ერთად. იგი, სავარაუდოდ, გაერთიანდა მძიმე ბირთვის ირგვლივ, რომელმაც შემდგომში მიიზიდა უზარმაზარი რაოდენობით გაზი. დღეს ის მზიდან მეექვსე პლანეტაა.

სიცოცხლის ნიშნების ძიება: სატურნის პირობები უკიდურესად მტრულია სიცოცხლის ისეთი ფორმისთვის, როგორიც ჩვენ ვიცით — დიდი წნევა, სიცივე და ძლიერი შტორმები მის ატმოსფეროში სიცოცხლის არსებობას გამორიცხავს. თუმცა მისი ზოგიერთი თანამგზავრი, მაგალითად ყინულოვანი ენცელადუსი და ნისლში გახვეული ტიტანი, ბევრად უფრო იმედისმომცემია. მათი გაყინული ზედაპირის ქვეშ შესაძლოა თხევადი წყლის ოკეანეები და სიცოცხლისთვის საჭირო ქიმიური კომპონენტებიც კი იმალებოდეს.

 

დედამიწა სატურნიდან spaceYhub
ეს პატარა წერტილი გამოსახულების ქვედა მარჯვენა კუთხისკენ დედამიწაა სატურნიდან.


სატურნი მხოლოდ ლამაზი რგოლებით შემოსილი პლანეტა არ არისის არის ღრმა, იდუმალი და გასაოცარი სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. მისი თანამგზავრების თხევადი სიღრმეები, გრავიტაციისგან ნამსხვრევები რგოლებში, უცნაური ექვსკუთხედი შტორმი და მომაჯადოებელი ციალიყოველივე ეს მიგვითითებს, რომ სატურნი ჯერაც შორეულია სრულად ამოსაცნობად.

 

 

წყარო: NASA

ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
სატურნი - ცნობილი თავისი გრაციოზული რგოლებითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით.
ოთხ ფუნდამენტურად განსხვავებულ ფანტასტიკის წიგნის განხილვა, რომლებმაც ჟანრის საზღვრებს გადააბიჯა.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading