ურანი - spaceYhub

ურანი — ცივი ცისფერი პლანეტა

შორეული ცისფერი ბურთი, ურანი, მზის სისტემაში ერთ–ერთი ყველაზე უჩვეულო და იდუმალი პლანეტაა. ის არამარტო ძალიან ცივია, არამედ თითქმის გვერდულად ბრუნავს მზის გარშემო რგოლებითა და მრავალი ბუნებრივი თანამგზავრით გარშემორტყმული.

 

პირველი ტელესკოპური აღმოჩენა

ურანი იყო პირველი პლანეტა, რომელიც ტელესკოპის საშუალებით აღმოაჩინეს. 1781 წელს უილიამ ჰერშელმა ცაზე შენიშნა ობიექტი, რომელიც თავიდან ვარსკვლავი ან კომეტა ეგონა. მოგვიანებით იოჰან ბოდემ დაადასტურა, რომ ეს ახალი პლანეტა იყო და შესაფერისი სახელი შეაეჩია — ურანი, ცის ბერძენი ღმერთი.

 

ცივი და ქარიანი გიგანტი

ურანი — ყინულის გიგანტია. ის შედგება ცხელ, მკვრივ “ყინულოვან” შრეებისგან: წყალი, მეთანი და ამიაკი, რომლებიც პატარა კლდოვან ბირთვზეა თავმოყრილი. პლანეტის გარსი — გაზის საბურველი — ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. ასევე გვხვდება მეთანიც, რომელიც პლანეტას ლამაზ ლურჯ–მწვანე ელფერს ანიჭებს. ურანს არ აქვს მყარი ზედაპირი, და ვერც კოსმოსური ხომალდი გაუძლებს მის უკიდურეს ტემპერატურასა და წნევას.

როგორც ყინულის გიგანტი, ურანი ძალიან მტრული გარემოა სიცოცხლისთვის. მისი ტემპერატურა, წნევა და ქიმიური შემადგენლობა სერიოზულ დაბრკოლებაა ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების არსებობისთვის.

 

უცნაური დახრილობა და სეზონები

პლანეტების უმეტესობისგან განსხვავებით, ურანი თითქმის 98º-ით დახრილია თავისი ორბიტის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად გვერდულად ბრუნავს. სავარაუდოდ, ეს უჩვეულო მდგომარეობა დიდი ხნის წინდელი შეჯახების შედეგია. ასეთი დახრილობა ურანს მზის სისტემაში ერთ–ერთ ყველაზე ექსტრემალურ სეზონებს იწვევს — ნახევარი პლანეტა 21 წელი მთლიანად განათებულია მზის შუქით, მეორე ნახევარი კი სიბნელით არის მოცული.

ურანი - spaceYhub

 

ორბიტა და დღე

ურანზე ერთი დღე დაახლოებით 17 საათია  — ანუ ამდენი ხანი სჭირდება ერთ შემობრუნებას ღერძის გარშემო. მზის გარშემო სრულ ორბიტას კი 84 დედამიწის წელიწადი სჭირდება. პლანეტა ასევე იმ ორიდან ერთ–ერთია (ვენერასთან ერთად), რომელიც ბრუნავს სხვა პლანეტებთან შედარებით საპირისპირო მიმართულებით.

 

მთვარეები და რგოლები

ურანს 28 თანამგზავრი ჰყავს და მათ უმეტესობას შექსპირისა და პოუპის პერსონაჟების სახელი ჰქვია. შიდა თანამგზავრები ყინულისა და კლდის ნარევია, გარეები კი სავარაუდოდ ჩაჭერილი ასტეროიდებია.

ურანის რგოლების სისტემაც ორ ნაწილად იყოფა — შიდა ვიწრო რგოლები და გარე რგოლები. რგოლების სახელებია ალფა, ბეტა, ეპსილონი და ა.შ.

ურანი - spaceYhub

ურანი - spaceYhub

 

სადღაც შორს…

ურანი დედამიწიდან საშუალოდ 2.9 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. მზის შუქს დაახლოებით 2 საათი და 40 წუთი სჭირდება მასთან მისასვლელად. მისი დიამეტრი დედამიწისაზე ოთხჯერ დიდია. ის ერთ–ერთი ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტაა მზის სისტემაში — მხოლოდ სატურნს აქვს მასზე ნაკლები სიმკვრივე.

ურანი ერთდროულად შორეული და მისტიკური პლანეტაა. მისი დახრილობა, რგოლები, თანამგზავრები და ლამაზი ცისფერი ატმოსფერო აყალიბებს ყინულის სამყაროს, რომელიც ჯერ კიდევ უამრავ საიდუმლოს ინახავს. მიუხედავად სიშორისა, ურანი გვახსენებს, რომ მზის სისტემა სავსეა სიურპრიზებით — ყველა პლანეტა თავისებურად უნიკალურია, და ყოველი მათგანი ახალ კითხვებს ბადებს კოსმოსის უსასრულობაში.

 

 

წყარო: NASA

NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
ასტრონომიისა და კოსმოსური ფრენების შესახებ ორი სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის (გერმანია) მიმოხილვა.
როდის და როგორ ხდება მზის და მთვარის დაბნელებები.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading