1. ნისლეულები ვარსკვლავების დაბადების ადგილებია – ნისლეულები არის უზარმაზარი გაზის და მტვრის ღრუბლები, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადება. მაგალითად, ორიონის ნისლეული (Orion Nebulae) ყველაზე ცნობილი ვარსკვლავების ქარხანაა.
2. ნისლეულების სახეობები – ნისლეულები სხვადასხვა ტიპის არსებობს: გამოსხივებადი, არეკვლადი, ბნელი, პლანეტარული და ზეახლის ნარჩენები. თითოეულ მათგანს განსხვავებული წარმოშობა და თვისებები აქვს.

3. ფერების მრავალფეროვნება – ნისლეულების საოცარი ფერები მათში არსებული აირებისგან მოდის. მაგალითად, წყალბადი წითლად ანათებს, ხოლო ჟანგბადი ლურჯ ან მწვანე ელფერს იძენს.
4. გიგანტური ზომები – ნისლეულები წარმოუდგენლად დიდია; ზოგი შეიძლება ასობით სინათლის წლის სიგანის იყოს. მაგალითად, ტარანტულის ნისლეული (Tarantula Nebula) დაახლოებით 1000 სინათლის წლის სიგანეს იკავებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნისლეულად აქცევს.
5. ვარსკვლავის აფეთქების შედეგი – ზოგი ნისლეული მასიური ვარსკვლავების სიკვდილისას ჩნდება, რასაც ზეახლის (Supernova) აფეთქებას ვუწოდებთ. ასეთია, მაგალითად, კიბორჩხალას ნისლეული (Crab Nebula), რომელიც აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენია.

6. პლანეტარული ნისლეულები პლანეტებთან კავშირში არ არის – მიუხედავად სახელისა, პლანეტარულ ნისლეულებს პლანეტებთან კავშირი არ აქვთ. ისინი მზის ზომის ხნიერი ვარსკვლავების მიერ გამოტყორცნილი გაზის გარსებია.
7. ზოგიერთი ნისლეული შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – ზოგიერთი ნისლეული ისეთი კაშკაშაა, რომ მის დანახვას ტელესკოპი არ სჭირდება. მაგალითად, ორიონის ნისლეული (Orion Nebula) ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს!
8. ნისლუელების სინათლეს წლები სჭირდება ჩვენამდე მოსასვლელად – ნისლეულები იმდენად შორს არიან, რომ მათგან წამოსულ სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად ათასობით ან მილიონობით წელი სჭირდება.
9. ცხელი ვარსკვლავების გავლენა – ნისლეულებში არსებულ ცხელი, მასიური ვარსკვლავები ულტრაიისფერ სინათლეს გამოსცემენ, რაც მიმდებარე გაზის იონიზაციას იწვევს და ნისლეული ბრწყინავს.
