აერონავტიკის მუზეუმები (მიუნხენი/შპაიერი)

აერონავტიკის მუზეუმები დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ნერდებში, რომელთაც ავიაცია, ასტრონომია და კოსმოსური ფრენები უყვართ. ასეთი მუზეუმები უმეტესად ამერიკის შეერთებულ შტატებშია, რადგან NASA, SpaceX და მსგავსი კოსმოსური სააგენტოები და კომპანიები ამერიკაშია წარმოდგენილი. თუმცა ევროპის ქვეყნებსაც შეუძლიათ დაიტრაბახონ მდიდარი მუზეუმებით. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ორ სამეცნიერო/ტექნიკურ მუზეუმს გერმანიაში, სადაც ასტრონომიისა და კოსმოსური ფრენების შესახებ თქვენს ინტერესს დაიკმაყოფილებთ, წარმოდგენილი გამოფენითაც დატკბებით, თქვენი საყვარელი რაკეტების ან მათი მცირემასშტაბიანი ანალოგების ნახვითაც გაბედნიერდებით, შატლ ბურანშიც შეიჭყიტავთ და თუ იღბლიან ვარსკვლავზეც ხართ დაბადებული, შეიძლება იქვე საჯარო ლექციის ჩასატარებლად მოსული, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ახლახანს დაბრუნებული გერმანელი ასტრონავტიც კი ნახოთ. და თუ დამატებით სამხედრო ან სამოქალაქო ავიაციაც გიყვართ, მაშინ თქვენი ბედნიერების ზღვარი ყარამანის ხაზამდე აიწევს.

 

გერმანული მუზეუმი,  “Deutsche museum” – მიუნხენი, გერმანია

პირველი მუზეუმი მიუნხენის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გერმანული მუზეუმი ქვია “Deutsche museum”.  ეს მუზეუმი საკმაოდ დიდია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა რობოტიკა, ტექნოლოგიები, ფიზიკა, ქიმია, თანამედროვე და ისტორიული ავიაცია, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო და რა თქმა უნდა აერონავტიკა. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია მცირე ზომის ტელესკოპი, რომელიც უმეტესად დახურულია და თუმცა სავარაუდოდ მნახველების მიღებას მალე შეძლებს.

 

აერონავტიკას ამ მუზეუმში ერთი სართული ეთმობა და წარმოდგენილია უფრო მცირე მასშტაბის რეპლიკები. შესასვლელში პირველი რაც შეგხვდებათ არის მთვარის ზედაპირზე როვერით მოსეირნე Apollo 15 ის ასტრონავტი. 

 

მის გვერდით სპირალურ სტენდზე კი ცივი ომის დროინდელი კოსმოსური პროგრამების სრული ისტორიაა წარმოდგენილი. 

 

როდესაც ამის კითხვას მორჩებით, მის გვერდზე კოსმოსურ შატლს აღმოაჩენთ, უფროსწორად მის მინი ვერსიას.

 

ცოტა მოშორებით კი რაკეტების მთელი ისტორიაა წარმოდგენილი მასშტაბების დაცვით V-2 რაკეტიდან Saturn V-მდე, ისევე როგორც Saturn V-ის მეორე საფეხურის ძრავი.

 

და ბოლოს, რაკეტების მამები.

 

მუზეუმი საკმაოდ ინტერაქციულია, კედლებზე დამონტაჟებულ ეკრანებზე შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ რაკეტის მუშაობის პრინციპები, ხოლო სტენდებზე წარმოდგენილია ხელსაწყოების სხვადასხვა ნაწილების დეტალები. ერთ ერთ სტენდთან შეგიძლიათ მანუალურად, ხელით აამუშავოთ მოწყობილობა, რის შემდეგაც მინი რაკეტა აფრინდება. სხვა სტენდებთან კი რადარებიცაა წარმოდგენილი, რომელიც შეგიძლიათ გადაათვალიეროთ და სხვადასხვა ლოკაციაზე შეამოწმოთ. მუზეუმში ვოიაჯერის სტენდიცაა, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ენაზე მოიძიოთ ინფორმაცია იმ მასალების შესახებ რითიც ეს თანამგზავრია დატვირთული. მუზეუმი საკმაოდ საინტერესოა და დაახლოებით 2 საათი მაინცაა საჭირო თუ ყველაფრის ნახვა გსურთ.

 

შპაიერის ტექნიკური მუზეუმი, Technik Museum Speyer – შპაიერი, გერმანია

მეორე მუზეუმი არის შპაიერის ტექნიკური მუზეუმი (Technik Museum Speyer), რომელიც ფრანკფურტთან ახლოს, პატარა ქალაქ შპაიერში მდებარეობს. იმ გადმოსახედიდან, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური მუზეუმი მაქვს ნანახი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შპაიერის ტექნიკური მუზეუმი ერთ ერთი საუკეთესოა, რაც აქამდე მინახავს. ტექნიკურ მუზეუმში წარმოდგენილია მანქანები, გემები, წყალქვეშა გემიც კი, სამხედრო ავიაცია, როგორიცაა F4 phantom, და Blue Angels, F15 Eagle, Antonov, Mirage III, Dornier, ასევე ბოინგ 747, ე.წ. “Queen of the sky”, რომელიც ინტერაქტიულია, შეგიძლიათ შიგნით შეხვიდეთ და ყველა განყოფილება მოიაროთ. ერთი სრული 2სართულიანი ანგარი კი ასტრონომიას და კოსმოსურ მოგზაურობებს ეთმობა. მუზეუმი ძალიან საინტერესო და დიდია, მხოლოდ ასტრონომიის ანგარს 3 საათი მაინც სჭრიდება, რომ ყველაფერი ნახოთ. ხოლო თუ ავიაციით დატკბობასაც აპირებთ, მაშინ ჯობს მთელი დღით მისვლა დაგეგმოთ, რადგან თუ ჩემსავით გიყვართ ავიაცია, სავარაუდოდ 1 საათს მაინც გაატარებთ მუზეუმშოფში.

 

პირველი რასაც ასტრონომიის ანგარში შესვლისას დაინახავთ, არის კოსმოსური ხომალდი “ბურანი”, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ყველა განყოფილება დაათვალიეროთ.

 

კუთხეში დიდი სივრცეა მოწყობილი სადაც მთვარის ზედაპირზე აპოლოს ასტრონავტები დადიან.

 

ბურანთან ახლოს არის წარმოდგენილი ESA-ს მოდული.

 

ცალკე კუთხე ეთმობა რუსული რაკეტების მოდელებს, და ამ სურათზე მხოლოდ ორი მათგანია.

 

ასევე ცალკე კუთხე არის წარმოდგენილი ARIANE-ს რაკეტებისათვის.

 

ასევე ცალკე კუთხე არის წარმოდგენილი სკაფანდრებისათვის.

 

მუზეუმში იპოვით დეტალურ ინფორმაციას ყველა კოსმოსური პროგრამის შესახებ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა იმ პროგრამების და ეკიპაჟების შესახებ, სადაც გერმანელი ასტრონავტებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 

 

მზის შტორმები: მზიდან ნაწილაკების, ენერგიისა და მაგნიტური ველის მოულოდნელი ამოფრქვევები.
შორეული ცისფერი ურანი, მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო იდუმალი პლანეტაა.
პროგრამა Gemini უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო კოსმოსური კვლევების ისტორიაში.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading