NASA-ს როვერმა Curiosity-მ მარსიდან ახალი, შთამბეჭდავი ხედები გამოგვიგზავნა. ფოტოები გადაღებულია Sharp-ის მთიდან, რომელიც Gale-ს კრატერის შუაგულში მდებარეობს. როვერი ახლა სულფატის შემცველ გეოლოგიურად მრავალფეროვან რეგიონს იკვლევს.
პირველი პანორამა გადაღებულია 2025 წლის 7 თებერვალს (მისიის 4,447-ე დღეს). ის Gale-ს კრატერის ვრცელ ფსკერს გადაჰყურებს. შორიდან მთათა სისტემას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში ეს კრატერის მაღალი კიდეა. გამოსახულებაში ფერები ისეა შესწორებული, რომ განათება დედამიწის მსგავსად აღიქმებოდეს.
NASA’s Curiosity Mars rover-ის მიერ გადაღებული მარსის პანორამა 1
მეორე პანორამა 2025 წლის 9 მარტს (მისიის 4,476-ე დღე) არის გადაღებული. მასზე ჩანს ციცაბო ბორცვები და ქარის მიერ გამოქანდაკებული ხეობები Sharp-ის მთაზე. წინა პლანზე მიმოფანტულია მომრგვალებული და დამსხვრეული ქანები. ისინი უძველესი გეოლოგიური პროცესების ნაკვალევს წარმოადგენს. და შესაძლოა მარსზე წყლის არსებობის მტკიცებულება იყოს.
პანორამაზე მარჯვენა მხარეს ჩანს გორაკი, რომელსაც “Gould Mesa” ჰქვია. მის ზედა ნაწილში ჩანს მუქი ქედები და კლდეების ზოლი, რაც შესაძლოა მიწისქვეშა წყლების მოძრაობის შედეგად წარმოიშვა. თუ ეს დადასტურდება, იგი შეიძლება მარსზე წყლის ბოლო კვალიც იყოს, სანამ პლანეტა მთლიანად გამოშრებოდა.
NASA’s Curiosity Mars rover-ის მიერ გადაღებული მარსის პანორამა 2
Curiosity შექმნა NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიამ (JPL), რომელსაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Caltech) მართავს. მისიაზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Curiosity-ს ოფიციალურ საიტს:
Mars Science Laboratory: Curiosity Rover
წყარო: NASA/JPL-Caltech/MSSS
ანიმატორი: Marit Jentoft-Nilsen