Artemis II

შენი სახელი მთვარის ორბიტაზე — შეუერთდი NASA-ს ისტორიულ Artemis II მისიას

გიოცნებია, ოდესმე ასტრონავტი ყოფილიყავი და მთვარეზე ფრენის განცდა შეგეგრძნო? NASA ყველას იწვევს უნიკალურ კოსმოსურ ექსპერიმენტში ვირტუალური მონაწილეობისათვის, Artemis II-ის სატესტო მისიის ფარგლებში, სადაც ოთხი ასტრონავტი იმოგზაურებს მთვარის გარშემო და დედამიწაზე დაბრუნდება.

ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: იგი წარმოადგენს მომავალი კოსმოსური ეპოქის საფუძველს და მიზნად ისახავს იმ ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოცდას, რომლებიც აუცილებელია ღრმა კოსმოსის კვლევისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება NASA-ს ინიციატივა: „გაუშვი შენი სახელი Artemis II-თან ერთად“, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სიმბოლურად დაიკავოს ადგილი მისიის ბორტზე.

მონაწილეთა სახელები გაეგზავნება კოსმოსურ ხომალდ Orion-ს და SLS (Space Launch System) რაკეტას. მათთან ერთად ამ ისტორიულ მისიაში მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს ასტრონავტები, რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოჩი და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) წარმომადგენელი ჯერემი ჰანსენი.

Artemis II არის NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი სატესტო ფრენა, გზა, რომელიც ადამიანებს მთვარეზე დააბრუნებს და საბოლოოდ მარსისკენ წაიყვანს. ეს მისია არა მხოლოდ ტექნოლოგიურ გამოწვევას წარმოადგენს, არამედ შთაგონების წყაროა კაცობრიობისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ციური მეზობლების უფრო ღრმად შესაცნობად.

Artemis II
ჩვენი ბილეთი Artemis II ის მისიის ბორტზე

 

ყველა რეგისტრირებული „ვირტუალური სტუმრის“ სახელი ჩაიწერება SD ბარათზე და ჩაიტვირთება Orion-ზე გაშვებამდე. მონაწილეებს NASA საჩუქრად გადასცემს პირად „ბორტბილეთს“, ციფრულ სუვენირს, რომელზეც მითითებული იქნება მათი სახელი.

საკუთარი სახელის დასამატებლად და ბორტბილეთის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
🔗 https://go.nasa.gov/artemisnames

Artemis II-ის დაახლოებით 10-დღიანი ფრენა, რომელიც დაგეგმილია არაუგვიანეს 2026 წლის აპრილამდე, იქნება Artemis-ის პროგრამის პირველი ადამიანთან ერთად განხორციელებული მისია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მომავლისკენ, როდესაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაბრუნდებიან და NASA დაიწყებს მზადებას პირველი ადამიანების, ამერიკელი მკვლევრების მარსზე გასაგზავნად.

 ჩვენ უკვე მივიღეთ ჩვენი ბილეთი  და თქვენ?
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებსაიტს:
🔗 https://www.nasa.gov/mission/artemis-ii/

 

მეცნიერული პროგრესი - კეთილშობილი გენიოსების სიმართლის ძიება გგონიათ? სერიოზულად ცდებით,
ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორიები აპოლოს მისიაზე.
NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
უნიკალურ კოსმოსურ ექსპერიმენტში ვირტუალური მონაწილეობა, NASA-ს Artemis II-ის სატესტო მისია.