ეს ულამაზესი ნისლეული, თავისი კაშკაშა აირებით, მტვრის ღრუბლებითა და ახალგაზრდა ვარსკვლავებით, კოსმოსურ ვარდს მოგვაგონებს, რის გამოც „ვარდის მსგავსი ნისლეული“ შეარქვეს. ოფიციალური სახელი ნაკლებად რომანტიკულია — NGC 2237 — მაგრამ მის სილამაზეს ვერაფერს აკლებს.
ეს ულამაზესი გამოსახულება დაფიქსირდა ჩილეში მდებარე Cerro Tololo Inter-American Observator-ში, 4-მეტრიანი „ბლანკოს“ ტელესკოპით, რომელსაც სპეციალური Dark Energy Camera (DECam) აქვს დაყენებული. ფოტო ასახავს უზარმაზარ, დაახლოებით 100 სინათლის წელზე გადაჭიმულ ნისლეულს, რომელიც ჩვენგან 5000 სინათლის წლის დაშორებით მარტორქის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
ნისლეულის გულში არის ვარსკვლავუების ღია გროვა NGC 2244, რომელიც მხოლოდ 4 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა — ძალიან ცოტა კოსმოსური დროის მასშტაბით.

ამ ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან მომავალი ულტრაიისფერი გამოსხივება მის გარშემო არსებული ნისლეულის მატერიის ნათებას იწვევს.
Rosette Nebula ბნელ ცაზე პატარა ტელესკოპებითაც კი ჩანს. ყვავილოვანი სტრუქტურა და ნათელი ფერები კი მას ასტროფოტოგრაფებისა და კოსმოსის მოყვარულების ფავორიტად აქცევს.
ფოტოს ავტორები და დამუშავება: CTIO, NOIRLab, DOE, NSF, AURA; T. A. Rector (ალასკის უნივერსიტეტი), D. de Martin (NSF’s NOIRLab), M. Zamani
წყარო: NASA APOD – Rosette Nebula from DECam