ფილმები მარსზე სამეცნიერო ფანტასტიკა

მარსული მისიის რეპეტიცია ეკრანზე — კინოდან რეალურ ტექნოლოგიამდე

ბოლო წლებში მარსი აღარ არის უბრალოდ წითელი წერტილი ცაზე — ის გახდა მომავალი მისია, რეალური სამეცნიერო გეგმა და ამავდროულად, კინემატოგრაფიული შთაგონების მთავარი წყარო. მეც ხშირად მიფიქრია ფილმის ყურებისას: “ნეტა მართლა ასე იმუშავებდა ეს ყველაფერი?” სწორედ ამ კითხვით დავიწყე ფილმების გადახედვა და ისეთი დეტალების გაშლა, რომლებიც ან პირდაპირ ეხმიანება რეალურ მეცნიერებას, ან უბრალოდ ჰოლივუდის ფანტაზიის ნაწილია. ქვემოთ განხილული ფილმები თუ სერიალები — ზოგი მეტად რეალისტური, ზოგი ცოტა ნაკლებად — მაგრამ ყველა ერთ რამეს გვაჩვენებს: როგორ წარმოვიდგენთ კაცობრიობის პირველ ნაბიჯებს მარსზე.

 

  1. The Martian (2015)

რიდლი სკოტის “მარსელი” ალბათ ყველას გეცნობათ — მეთ დეიმონი, კარტოფილი მარსზე და უშველებელი ნებისყოფა. ამ ფილმს როგორც მარსის sci-fi ბიბლიას ისე უნდა უყურო — პრაქტიკულად ყველაფერი ემყარება რეალურ მეცნიერებას. ფილმის ტექნიკური მხარე საოცრად ახლოს დგას ნასას გეგმებთან. მაგალითად, მისიაში გამოყენებული ჰაბიტატი, ენერგიის რესურსები და თვითონ გადარჩენის პრინციპები — ყველაფერი ეფუძნება რეალურ მონაცემებს.

რეალურ ცხოვრებაში ჯერ არ გვყოლია მარსზე მიტოვებული ასტრონავტი და სანამ ეგ მოხდება, იმედია უკეთ დაგეგმავენ 😊.

მეთ დეიმონის გმირს კარტოფილი მოყავს ექსკრემენტებით, რაც, მიუხედავად იმისა რომ ცოტათი არასასიამოვნო შეგრძნებაა, აბსოლუტურად რეალისტურია. NASA-ს ექსპერიმენტები მიანიშნებს, რომ მიკრობული გადამუშავება მართლაც შესაძლებელია დახურულ სისტემაში.

მაგრამ აი, სადაც ფილმში ფიზიკა ქულებს კარგავს — ის მომენტია, როცა მარკ უოტნი კოსმოსში ხელთათმანს ხვრეტს და, აი ისე, ჭავლის დახმარებით “იწყებს ფრენას” ხომალდის კაპიტნისკენ, ეს უკვე პრაქტიკულად კომიქსებიდანაა. ამ დონის კონტროლი რეალურ კოსმოსში შეუძლებელია — მინიატურული ნაკადი უბრალოდ ვერ იძლევა საკმარის ბიძგს.

მაინც, ფილმის საერთო პათოსი — გადარჩენა მეცნიერებით — ზუსტად ის გზავნილია, რასაც ნამდვილი კოსმოსური პროგრამები უჭერენ მხარს.

ფილმები მარსზე სამეცნიერო ფანტასტიკა

 

  1. National Geographic’s Mars (2016–2018)

ამ სერიალში საოცრად მოხერხებულად არის შერწყმული დოკუმენტური და მხატვრული ელემენტები. ერთ მხარეს — სიუჟეტი ასტრონავტების პირველ მისიაზე, ხოლო მეორე ნაწილში ნასას და SpaceX-ის რეალური ინტერვიუები. სწორედ ამ შერწყმით იქმნება ილუზია, რომ ყველაფერი რეალურად ხდება.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფილმის მეორე სეზონი, სადაც მარსზე კოლონიის ფუნქციონირება, წყლის რესურსების ძიება და კორპორაციული ინტერესები მოხვდა — ყველა ეს საკითხი უკვე აქტუალურია რეალურ კოსმოსურ პოლიტიკაში.

ამ სერიალს რაც ყველაზე უპირატესად გამოარჩევს — რეალური მეცნიერებისა და სცენარისტული ინჟინერიის შერწყმაა. მაგალითად, ჰაბიტატები მარსზე ნაჩვენებია როგორც ზეწოლისადმი გამძლე, მყარი სტრუქტურები, რომლებიც გამოყვანილია ლავას მილებში — სწორედ ეს მეთოდი განიხილება რეალურ გეგმებში კოლონიის უსაფრთხოებისთვის.

სხვათა შორის, ფილმში ნაჩვენები ერთ-ერთი სცენა — მარსზე წყლის აღმოჩენა და ტექნოლოგიური “დრაივი” მის გარშემო — ზუსტად ეხმიანება რეალურ აღმოჩენებს, როგორებიცაა მარილწყლიანი ნაკადულების კვალი. შესაბამისად, ინვესტორთა და კორპორაციული ომების ნაწილი, მიუხედავად იმისა რომ დიდად სცილდება დღეს არსებულ რეალობას, სრულიად შესაძლებელია არცთუ ისე შორეულ მომავალში.

 

  1. Away (2020)

ეს სერიალი უფრო ადამიანურ ასპექტებზე აკეთებს ფოკუსს — შორ მანძილზე მოგზაურობა, ოჯახისგან მოწყვეტა, ფსიქოლოგიური ზეწოლა. თუმცა ტექნიკური დეტალებიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი.

საინტერესოა, რომ სერიალში გამოყენებულია რეალისტური დროის ხაზები და ნასას მოდელებზე დაფუძნებული ხომალდები. ფსიქოლოგიური კომპონენტი კი სწორედ უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როგორც NASA, ისე ESA ძალიან სერიოზულად უდგებიან ეკიპაჟის ფსიქოლოგიური მდგრადობის საკითხს.

ერთი რეალისტური დეტალია — გზის ხანგრძლივობა და კომუნიკაციის დაგვიანება დედამიწასთან. ეს სერიალში კარგადაა ნაჩვენები. მაგრამ არის მომენტები, სადაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ემოციური დრამის გამო ფიზიკის კანონები ცოტა ქრება. მაგალითად, დაზიანებულ სისტემებზე მყისიერი რეაგირება, რომელიც სინამდვილეში კვირები ან თვეები დაჭირდებოდა.

ფილმები მარსზე სამეცნიერო ფანტასტიკა

 

  1. For All Mankind (Season 3 – Mars)

Apple TV-ის ამ სერიალში მესამე სეზონი მთლიანად მარსზე მოგზაურობაზეა. ალტერნატიული ისტორიაა, სადაც საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ კოსმოსური რბოლა გააგრძელეს.

მიუხედავად სიუჟეტური ფანტაზიისა, დეტალებში — მაგალითად, ფრენის ლოგისტიკაში, საწვავის რაოდენობის გათვლებში ან საცხოვრებელი გარემოს მოდელირებაში — სერიალი ძალიან სერიოზულად არის გაკეთებული არაერთ მეცნიერულ კონსულტაციაზე დაყრდნობით.

ალტერნატიული ისტორიის მიუხედავად, მესამე სეზონი საინტერესოა იმით, რომ გვაჩვენებს სხვადასხვა სუპერ ძალას, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან მარსის ათვისებაში. აი, ეს კონკურენცია საკმაოდ რეალისტურია — დღესაც SpaceX, NASA, ჩინეთი და სხვა ქვეყნები ერთდროულად გეგმავენ მისიებს მარსზე.

თუმცა ამ ყველაფერს ემატება დრამატული ელემენტები — ოდნავ გადაჭარბებული პოლიტიკა და პერსონაჟების გრძნობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რაც რეალურ მისიებში ასე მარტივად ვერ მოხდებოდა.

ფილმები მარსზე სამეცნიერო ფანტასტიკა

 

  1. Stowaway (2021)

ეს ფილმი მთლიანად მარსზე ფრენაზეა, თუმცა მარსზე არ მიდის — მხოლოდ გზა. ერთ-ერთი ასტრონავტის შემთხვევით აღმოჩენა ხომალდში და ჟანგბადის დეფიციტის დრამა რეალურ მეცნიერებაზეა დაფუძნებული.

ამ ფილმში ჟანგბადის პრობლემის სცენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოდაა გადაწყვეტილი — დახურული სისტემა და მიკროსკოპული შეცდომა, რომელიც მთელ მისიას უქმნის საფრთხეს. ამ მხრივ ფილმი საკმაოდ ახლოს დგას რეალობასთან, რადგან მარსულ ფრენებში თითოეული კომპონენტი კრიტიკულია სიცოცხლის შენარჩუნებისათვის.

არარეალისტური ნაწილია ის, რომ მსგავს სიურპრიზს ვერავინ შეამჩნევს სტარტამდე. რეალურად, ასტრონავტების გადაადგილება ხომალდში იმდენად კონტროლდება, რომ “დამალული მგზავრის” სცენა უბრალოდ შეუძლებელია.

ფილმები მარსზე სამეცნიერო ფანტასტიკა

ყველა ეს ფილმი ან სერიალი თავისი გზით ცდილობს მარსზე გადადგმული ნაბიჯი წარმოგვიდგინოს — ზოგჯერ ზედმეტად რისკიანად, ზოგჯერ მეცნიერულად საფუძვლიანად. და მაინც, ისინი ყველანი გვასწავლიან ერთს — რომ სანამ რეალურად დავდგამთ ფეხს მარსზე, აუცილებლად უნდა ვიაროთ ფანტაზიის გავლით.

შეიძლება ზოგიერთ სცენაში მეცნიერება კინემატოგრაფიას არ ემეგობრება, მაგრამ ამ ფილმების უმეტესობაში მაინც ჩანს, რომ სცენარისტებს სერიოზულად აქვთ შესწავლილი როგორც კოსმოსური ტექნოლოგიები, ისე ადამიანის ფიზიოლოგია თუ ფსიქოლოგია. “მარსელი”-ს ბოტანიკა, NatGeo-ს ჰაბიტატები ლავას მილებში, Stowaway-ში ჟანგბადის კრიზისი — ეს ყველაფერი რეალურ ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული. თანაც, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სცენები ჰოლივუდურ ფანტაზიას ეფუძნება, ისინი მაინც გვეხმარება იმაზე ფიქრში, როგორ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის.

 

რეალობა და ფანტაზია როცა ერთმანეთს ერწყმის, იქ იბადება ინოვაცია — და ალბათ სწორედ ეს კომბინაცია მიგვიყვანს ერთ დღეს წითელ პლანეტაზე.

 

ინოვაციური კაფსულა: კომერციული კოსმოსური გადატრიალება და მომავლის კოსმოსური მგზავრობის სტანდარტი
ენერგიისა და ნაწილაკების უზარმაზარი ამოფრქვევები ჩვენი ვარსკვლავიდან მთელ მზის სისტემაში.
JWST - კაცობრიობის უახლესი ყველაზე ამბიციური მცდელობა კოსმოსის საიდუმლოებების გასარკვევად.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading