NASA/ESA/CSA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო Sagittarius B2 მოლეკულური ღრუბლის თვალწარმტაცი კადრები. ეს არის ირმის ნახტომის ყველაზე დიდი და აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი.
Sagittarius B2 წარმოქმნის გალაქტიკის ცენტრში დაბადებული ვარსკვლავების ნახევარს, მიუხედავად იმისა, რომ იგი იქ არსებული ვარსკვლავთწარმომქმნელი მასალის მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ვების ახლო და საშუალო ინფრაწითელი ინსტრუმენტებით მიღებულმა ფოტოებმა ასტრონომებს უპრეცედენტო დეტალებში აჩვენა როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავები, ასევე გაზისა და მტვრის “საბავშვო ბაღები“.
Sagittarius B2 მდებარეობს გალაქტიკის გულში, ზემასიურ შავ ხვრელთან — Sagittarius A*-თან რამდენიმე ასეული სინათლის წილის მანძილზე. ეს რეგიონი სავსეა ვარსკვლავებით, ვარსკვლავთწარმომქნელი ღრუბლებით და რთული მაგნიტური ველებით. ინფრაწითელი გამოსახულებები საშუალებას იძლევა, რომ მჭიდრო ფენებში დავინახოთ ახალგაზრდა ვარსკვლავები და მათი გარშემო არსებული ცხელ მტვერი.
განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ფოტოებზე ბევრი უბანი ბნელად ჩანს. სინამდვილეში ეს ადგილები არაა ცარიელი რეგიონები, არამედ სავსეა იმდენად მკვრივი გაზითა და მტვრით, რომ ვების ინსტრუმენტებიც კი ვერ აღწევს მის მიღმა არსებული არეებში. სწორედ აქ იმალება მომავალი ვარსკვლავების ნედლეული და პატარა ობიექტები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან და არ ანათებენ.

MIRI (Mid-Infrared Instrument) აჩვენებს მანათობელ კოსმოსურ მტვერს, რომელიც ახალგაზრდა, მასიური ვარსკვლავების მიერ არის გაცხელებული. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია Sagittarius B2 North — მოლეკულებით უმდიდრესი რეგიონი, რომელსაც მეცნიერები აქამდე ასეთი სიზუსტით ვერ აკვირდებოდნენ.

NIRCam-ისა და MIRI-ის სურათების შედარება ნათლად აჩვენებს განსხვავებებს: საშუალო ინფრაწითელში მკვეთრად ჩანს გაზი და მტვერი, ხოლო ვარსკვლავები ქრებიან. ახლო ინფრაწითელში კი ფერადი ვარსკვლავები დომინირებენ, რაც საშუალებას აძლევს ასტრონომებს უკეთ შეისწავლონ მათი ასაკი და მასა.
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ვების ამ დაკვირვებების ანალიზმა შესაძლოა პასუხი გასცეს საინტერესო კითხვას: რატომ არის ვარსკვლავების წარმოქმნა გალაქტიკის ცენტრში ასე არაპროპორციულად განაწილებული? მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი გაზით მდიდარია, მხოლოდ Sagittarius B2 ქმნის ვარსკვლავების თითქმის 50%-ს, მაშინ როცა მასში ნედლეულის მხოლოდ 10% ინახება.
წყარო: ESA/NASA