- კოსმოსურ ამინდს ძირითადად მზის აქტივობა აყალიბებს, რომელის მთავარი გამოვლინებებია კორონალური მასის ამოფრქვევა (CME), მზის ანთება (Flare), მზის ენერგეტიკული ნაწილაკები და მზის ქარი.
- მზის შტორმები არის მზის ნაწილაკების, ენერგიისა და მაგნიტური ველის მოულოდნელი ამოფრქვევები მზიდან (მზის ანთებები, კორონალური მასის ამოფრქვევები).
- დედამიწის მაგნიტური ველი ჩვენი დამცავი ფარია. ვერსად გავიქცევით, მაგრამ მაგნიტური ველი კარგად გვიცავს მზის და კოსმოსური რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან.
- მზის შტორმები იწვევენ გეომაგნიტურ ქარიშხლებს და გავლენას ახდენენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მათ შეუძლიათ დააზიანონ GPS სისტემები, ენერგოსისტემები და კომუნიკაციები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. ეს ცოტა საშიშად ჟღერს, თუმცა სანთლები მომარაგებული მაქვს და ხანდახან ნოსტალგიურიც კია უშუქოდ ჯდომა.
- კოსმოსური ამინდი მხოლოდ დედამიწას არ ეხება. ის გავლენას ახდენს სხვა პლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე. მაგალითად მარსელებზე (თუ არსებობენ).

- პოლარული ციალი კოსმოსური ამინდის ერთ–ერთი შთამბეჭდავი გამოვლინებაა. ჩრდილოეთის და სამხრეთის ნათება გამოწვეულია მზის ენერგეტიკული ნაწილაკების ურთიერთქმედებით დედამიწის ატმოსფეროსთან.
- პოლარული ციალი სხვა პლანეტებზე ბევრად უფრო ძლიერი და ინტენსიურია. მაგალითად, იუპიტერსა და სატურნზე ციალი იმხელაა, რომ თავი „კოსმოსურ დისკოთეკაზე“ გეგონებათ.
- მზეს აქვს აქტივობის 11 წლიანი ციკლი, რომელიც გავლენას ახდენს კოსმოსურ ამინდზე. მზის აქტივობის მაქსიმუმში გეომაგნიტური შტორმების ინტენსივობა და სიხშირე იზრდება.
- კოსმოსური ამინდის პროგნოზირება ასტრონომიის შედარებით ახალი მიმართულებაა. 1950-იანი წლებიდან ეს საკითხი განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა აშშ, კოსმოსურ ამინდს ეროვნულ უსაფრთხოების საფრთხედ განიხილავს.
- კოსმოსური ამინდის პროგნოზი უმჯობესდება, მაგრამ მზის ამოფრქვევების (Flare, CME) პროგნოზირება რთული რჩება. (ფაქტიურად ჩვეულებრივი ამინდივითაა).
- ყველაზე ძლიერი მზის შტორმი, „კერინგტონის მოვლენა,“ 1859 წელს მოხდა. მაშინ მან შეაფერხა ტელეგრაფების სიტემის მუშაობა. დღეს მსგავს მოვლენას შესაძლოა გამოეწვია ტრილიონობით დოლარის ზარალი (რომელსაც ცხადია ჩვენი გადასახადებიდან აანაზღაურებდნენ).