კოსმოსური პერიოდული სისტემა spaceYhub

როგორ წარმოიქმნენ ქიმიური ელემენტები — რას გვიყვება კოსმოსი და ელემენტთა პერიოდული სისტემა?

ბევრისთვის ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა სკოლაში კედელზე გაკრული რთული და აბურდული ცხრილია. რთულად მოძებნი ადამიანს ვისაც ის აინტერესებს. 

სინამდვილეში ელემენტთა პერიოდული სისტემა გაცილებით მეტს წარმოადგენს, ვიდრე ერთი ცხრილი და ვიდრე ერთ გვერდს შეუძლია დაიტიოს. ესაა უნივერსალური ენა , რომელიც გვიყვება ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემო არსებობს. ყოველი უჯრა ცხრილში კონკრეტულ ელემენტს წარმოადგენს, რომელთაგანაც აგებულია სამყარო — ჩვენი სხეული, მთები, ოკეანეები, ვარსკვლავები და პლანეტები.

ცხრილში ელემენტები ატომური ნომრის მიხედვით არის დალაგებული. ატომის ნომერი ბირთვში არსებული  პროტონების რაოდენობას მიუთითებს. რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი, მით უფრო მძიმე და რთული სტრუქტურის მქონეა ელემენტი.

თანამედროვე მეცნიერებამ პერიოდულ სისტემას დამატებით ახალი სიცოცხლე შესძინა. ცხრილის ახალი ვერსია შემუშავდა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ასტრონომ ჯენიფერ ჯონსონის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ეს ცხრილი აჩვენებს ჩვენს ამჟამინდელ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა თავდაპირველად დედამიწაზე ნაპოვნი ქიმიური ელემენტები. ეს წარმოშობის მოდელები მუდმივად იხვეწება და ჯერაც არსებობს აქტიური დებატები ზოგი ელემენტის წარმომავლობაზე.

თუმცა, მეცნიერებს მიჩნიათ, რომ მათი უმეტესობა კოსმოსური წარმოშობისაა. ელემენტების ნაწილი დიდი აფეთქების შემდეგ, სამყაროს დაბადებიდან პირველ წუთებში წარმოიშვა. მაგალითად, წყალბადი და ჰელიუმი სწორედ მაშინ გაჩნდა. დანარჩენი ელემენტები კი ვარსკვლავების ბირთვში შეიქმნა. ვარსკვლავების შიგნით, უკიდურესად მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, წყალბადი თანდათან გარდაიქმნა უფრო მძიმე ელემენტებად — მაგალითად, ნახშირბადად და ჟანგბადად.

როდესაც ვარსკვლავები სიცოცხლეს ასრულებენ და სუპერნოვად ფეთქდებიან, კიდევ უფრო მძიმე ელემენტებს წარმოქმნიან, მაგალითად რკინა, სპილენძი და ოქრო.

არსებობენ კიდევ უფრო ექსტრემალური მოვლენებიც — მაგალითად, ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა, სადაც წარმოქმნება პლატინა, ურანი და სხვა იშვიათი ელემენტები. ეს პროცესი იშვიათია, მაგრამ იმდენად ენერგიული, რომ მასში წარმოქმნილი ელემენტები მთელ გალაქტიკას ეფინება.

ასე, უბრალოდ, ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა კოსმოსის რუკად იქცა — რუკად, რომელიც გვიყვება სამყაროს ისტორიას, ვარსკვლავების შიგნით მიმდინარე პროცესებს და ჩვენი საკუთარი ელემენტების კოსმოსურ ფესვებს.

ყოველი ატომი ჩვენს გარშემო — კოსმოსური ისტორიის ნაწილია. ისინი ვარსკვლავების მემკვიდრეობაა. 

კოსმოსური პერიოდული სისტემა spaceYhub

 

სტატია და პერიოდული სისტემის ქართული თარგმანი მომზადებულია spaceY-ის მიერ.


პერიოდული სისტემის ამ ვერსიის საავტორო უფლებები: NASA’s Goddard Space Flight Center
ილუსტრატორები: Scott Wiessinger (KBR Wyle Services, LLC); Ashley Balzer (ADNET Systems, Inc.)
ასტრონომი: Jennifer Johnson (Ohio State University)

NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
ასტრონომიისა და კოსმოსური ფრენების შესახებ ორი სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის (გერმანია) მიმოხილვა.
როდის და როგორ ხდება მზის და მთვარის დაბნელებები.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading