ფანტასტიკა და ასტრონომია: დიუნის პლანეტები ჩვენს სამყაროში

როდესაც ფრენკ ჰერბერტმა 1965 წელს დიუნი გამოსცა, მან შექმნა არამხოლოდ ფანტასტიკის მორიგი შედევრი, არამედ პლანეტური კულტურის ერთ ერთი ყველაზე სრულყოფილი მოდელი.

ამ სამყაროში პლანეტა უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ მოქმედი პერსონაჟია, პლანეტები, როგორიცაა არაკისი, კალადანი, სალუსა სეკუნდუსი, ყველა მათგანი ცოცხალი სისტემაა, თავისი ბიოლოგიით, კლიმატური მრავალფეროვნებით, კულტურით და პოლიტიკით.

დიუნის დაწერის შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა, ასტრონომია განვითარდა და ათასობით ახალი, მრავალფეროვანი ეგზოპლანეტა აღმოვაჩინეთ, შესაბამისად დიუნის პლანეტები განსაკუთრებით საინტერესო ხდება, შეიძლება ფრენკ ჰერბერტის ფანტაზიის ნაყოფი ახლა უკვე მეცნიერული თვალითაც დავინახოთ.

 

პლანეტა Arrakis 

უდაბნო პლანეტა, სადაც დიუნებია გადაჭიმული. ეს ყველაზე ხატოვანი და ცნტრალური პლანეტაა მთელ საგაში. აქ არ არის წყალი, მზის ინტენსივობა თითქმის აუტანელია, და ამ პირობებშიც კი ადგილობრივების ცხოვრება მაღალ დონეზეა ორგანიზებული.

არაკისის რეალური ანალოგი ეგზოპლანტებია:

LHS 3844b: ცხელი კლდოვანი პლანეტაა, რომელიც წითელი ჯუჯის გარშემო ბრუნავს. მისი მზისკენ მოქცეული მხარე სიცხისგან ვარვარებს. პლანეტას არ აქვს ატმოსფერო და სავარაუდოდ მისი ზედაპირი უდაბნოსმაგვარია

Kepler-10b: ეს პირველი დადასტურებული ეგზოპლანეტაა, სადაც ტემპერატურა არაკისზე მაღალია, სავარაუდოდ 1300 გრადუსი ცელსიუსით.

TRAPPIST-1d: მდებარეობს სასიცოცხლო ზონის ზღვარზე, და ვვარაუდობთ რომ თეორიულად შეიძლება მასზე იყოს წყლის მინიმალური მარაგი, რაც ძალიან თავსებადია დიუნზე არსებულ “წყლის ეკონომიკაზე”

დიუნის მთავარი იდეა ის არ არის რომ პლანეტა მშრალია და წყალი მხოლოდ ცოტა რაოდენობით მოიპოვება. მთავარი იდეა ისაა, რომ ცივილიზაცია ამ გარემოს ერგება და მას კარგად იყენებს. დღეს იგივე პრინციპი გამოიყენება ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესაფასებლად, მაგალითად თუ პლანეტა არ გავს დედამიწას, ეს იმას არ ნიშნავს რომ მასზე სიცოცხლე ვერ იარსებებს. დიუნის პასუხი ძალიან მკაფიოა: სიცოცხლე ერგება გარემოს და არა პირიქით.

ფანტასტიკა და ასტრონომია, დიუნის პლანეტები
დიუნი, პლანეტა არაკისი. ქვიშის გიგანტური მატლი

 

პლანეტა კალადანი – “სადაც წყალი ციდან მოდის”

კალადანი პოლ ატრეიდის სამშობლოა და დიუნისგან მკვეთრად განსხვავდება, აქ ოკეანეებია, ბევრი წვიმა, და პოლიტიკური სიმშვიდე.

ამ პლანეტის რეალური ანალოგებია:

Kepler-22b, რომელიც დედამიწისმაგვარი ეგზოპლანეტაა, და სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. სავარაუდოდ აქვს ღრმა ოკეანე

GJ 1214b, ღრუბლებით დაფარული პლანეტაა, სადაც სავარაუდოდ კარგი ჰიდროლოგიური ციკლია. შესაძლოა ის მთლიანად წყლით იყოს დაფარული.

ფანტასტიკა და ასტრონომია, დიუნის პლანეტები
პოლ ატრეიდესი პლანეტა კალადანზე ფილმიდან “დიუნი”

 

პლანეტა გაიდი პრაიმი

ეს ჰარკონენების პლანეტაა, ღრმად პირქუში გარემოთი და მავნებელი ჰაერით. მისი რეალური ანალოგებია:

HD 209458b (Osiris), რომლის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 1000 გრადუსია და მისი ატმოსფერო მზის მოქმედებით იშლება. თეორიულად, ტექნოლოგიური ცივილიზაციის პირობებში შესაძლოა გარემო ასეთ დონემდე მივიდეს, გადახურდეს, დაბინძურდეს და ეკოსისტემა განადგურდეს.

CoRoT-7b, ლავური პლანეტა, მუდმივი ვულკნური აქტივობით. ვიზუალურად შეესაბამება გაიდი პრაიმის პირქუშ ვიზუალს.

ფანტასტიკა და ასტრონომია, დიუნის პლანეტები
პლანეტა გაიდი პრაიმი, რომელიც შავ მზეს გარემოექცევა

 

პლანეტა სალუსა სეკუნდუსი – იმპერიული ძალის სათავე

აქ უსასტიკესი პირობებია, სადაც იმპერიის ჯარისკაცებს ველურ გარემოში წვრთნიან. ეს ყველაზე საშიში პლანეტაა, რადგან სარდაუკარების სახლია. მისი შესაძლო რეალური ანალოგია:

K2-141b, ამ პლანეტის ლავური ოკეანეები და შემზარავი პირობები იდეალურად ესადაგება სალუსა სეკუნდუსს.

ფანტასტიკა და ასტრონომია, დიუნის პლანეტები
სარდაუკარების პლანეტა – სალუსა სეკუნდუსი

 

 

დიუნი არაჩვეულებრივი ნაწარმოებია, რომელიც გვასწავლის, რომ პლანეტები მხოლოდ გარემო არაა, პლანეტები თავად პერსონაჟები არიან. დღეს ამდენი ეგზოპლანეტის აღმოჩენის პირობებში, თანდათან ვეთანხმებით ფრენკ ჰერბერტის ფილოსოფიას: ცივილიზაცია არ არსებობს რეალობის მიღმა, ის რეალობაზეა მორგებული. დიუნი გვასწავლის, რომ პლანეტა უბრალოდ არ არსებობს კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში, პლანეტა ცვლის ადამიანებს.

უცნაურია, მაგრამ შესაძლოა, რომ იმ სამყაროში, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპში პაწაწინა წერტილად ჩანს, უკვე არსებობს პლანეტა, სადაც ადგილობრივები წყალს ზოგავენ, სადაც უდაბნოს მაცხოვრებლების ლოცვა ისმის და სადაც მომავალში სუნელის გამო მთელი გალაქტიკა ერთმანეთს ომს გამოუცხადებს.

 

NASA-ს შექმნიდან 6 დღეში, დაიბადა ამერიკის პირველი კოსმოსური პროგრამა –
რას გვიყვებიან ვარსკვლავების ციკლები და მათ მიერ წარმოქმნილი ცვალებადობა.
ცოტაოდენი იუმორით და ცოტაოდენი მეცნიერებით განვმარტოთ, რით განსხვავდება ასტრონომია ასტროლოგიისგან.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading