Kepler: NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე

NASA-ს პლანეტებზე მონადირე კოსმოსური მისია, რომელსაც სახელი გერმანელი ასტრონომის, იოჰანეს კეპლერის პატივსაცემად შეურჩიეს, გამიზნული იყო ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად. კეპლერის მთავარ ინტერესებში შედიოდა 1.5-2 დედამიწის ზომის პლანეტები, რომლებიც მასპინძელი ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობდნენ. კეპლერის სამეცნიერო მიზნები მოიცავდნენ პლანეტის ორბიტის ზომის, პლანეტის ზომის, ორბიტული პარამეტრებისა და მულტი ვარსკვლავურ სისტემებში პლანეტების რაოდენობის განსაზღვრას.

 

კეპლერის კოსმოსური მისია

კეპლერის მისია არის შმიტის ტელესკოპი, 1 მეტრიანი აპერტურის დიამეტრით, და 1.4 მეტრიანი სარკის დიამეტრით. მისი 4 წლიანი კოსმოსური ოდისეის მანძილზე კეპლერი დააკვირდა 200 ათასზე მეტ ვარსკვლავს. პირველი შედეგები სამეცნიერო ოპერაციების დაწყებიდან 6 კვირაში გამოჩნდა: 5 ეგზოპლანეტა Kepler 4b, 5b, 6b, 8b, რომელსაც შემდგომ პირველი პლანეტური სისტემის, Kepler-9-ის აღმოჩენა მოყვა.

კეპლერი ეგზოპლანეტებს ეძებდა ტრანზიტის მეთოდის საშუალებით. ტრანზიტი მაშინ ხდება, როცა პლანეტა გაივლის დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის. ტრანზიტის დროს, როდესაც პლანეტა ვარსკვლავის დისკზე გაივლის, ვარსკვლავის სინათლის შემცირება ხდება, რაც ვარსკვლავურ სინათლის მრუდებში ჩანს. ტრანზიტი საკმაოდ სასარგებლო მეთოდია, რადგან მას შეუძლია განსაზღვროს ეგზოპლანეტების თვისებები: ეგზოპლანეტის ორბიტის ზომა, პლანეტის ზომა (რომელიც შეიძლება შეფასდეს თუ რამდენად ამცირებს პლანეტა ვარსკვლავის გამოსხივებას), ასევე ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობაც კი, რაც სიცოცხლის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია.

კეპლერის ფოკალური სიბრტყე 25 ინდივიდუალური მოდულისგან შედგება. მათ შორის 4 fine guidance sensor CCD modules, ხოლო 21 მოდული სამეცნიერო ოპერაციებისათვის გამოიყენება. კეპლერის სტრუქტურა და მხედველობის ველი წარმოდგენილია მოცემულ ნახაზზე.

კეპლერი ეგზოპლანეტები
კეპლერის ფოკალური სიბრტყე

2011 წელს ტექნიკური პრობლემების გამო კეპლერმა შეწყვიტა სამეცნიერო ოპერაციები, თუმცა კეპლერის გუნდმა გადაჭრა პრობლემა და გააცოცხლა თანამგზავრი. კეპლერის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები მოიცავენ პლანეტა Kepler-16b, რომელიც 2 ვარსკვლავს უვლის გარშემო; Kepler-47, მულტი პლანეტური სისტემა, სადაც პლანეტები რამდენიმე ვარსკვლავის გარშემო გარემოექცევიან; Kepler-22 b, რომელიც მდებარეობს ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში; და Kepler-78 b, დედამიწის ზომის პლანეტა.

2012 წელს კეპლერის 4 წლიანი ფაზის დასასრულს, ნასამ გადაწყვიტა მისიის გახანგრძლივება. კეპლერს ამ დროისათვის უკვე 2300 პლანეტობის კანდიდატი და 100 დადასტურებული ეგზოპლანეტა ჰქონდა აღმოჩენილი. კეპლერის მონაცემების მიხედვით ვარსკვლავების 17 %-ს აქვს დედამიწის ზომის პლანეტა.

 

კეპლერი ეგზოპლანეტები
პლანეტარული ტრანზიტი ვარსკვლავის დისკზე

 

წყარო:

მომზადებულია NASA-ს მიხედვით

NASA-ს შექმნიდან 6 დღეში, დაიბადა ამერიკის პირველი კოსმოსური პროგრამა –
რას გვიყვებიან ვარსკვლავების ციკლები და მათ მიერ წარმოქმნილი ცვალებადობა.
ცოტაოდენი იუმორით და ცოტაოდენი მეცნიერებით განვმარტოთ, რით განსხვავდება ასტრონომია ასტროლოგიისგან.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading