სპირალური გალაქრიკა Messier 81

Messier 81: ვარდისფერი და მომხიბვლელი

სპირალური გალაქტიკა Messier  81 (M81), თავისი ელეგანტური სტრუქტურითა და ვარდისფერი ნათებით, ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა ღამის ცაზე. ის მდებარეობს დიდი დათვის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 11.6 მილიონი სინათლის წლის.

2007 წლის 1 ივნისს გადაღებული ეს კომპოზიტური გამოსახულება შედგენილია NASA-ს სპიცერისა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპების, ასევე Galaxy Evolution Explorer–ის მონაცემებზე დაყრდნობით. გალაქტიკის გამოსახულება ვარდისფერ–ლურჯ ფერებში წარმოგვიდგება და არა მხოლოდ ლამაზია, გამოირჩევა სამეცნიერო მნიშვნელობითაც. 

1774 წელს გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ელერტ ბოდემ აღმოაჩინა M81, და ის დღემდე რჩება ერთ–ერთ ყველაზე კაშკაშა და დეტალურად შესწავლილ გალაქტიკად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზე.

სპირალური გალაქრიკა Messier 81

 

მისი დიდებული სპირალური მკლავები ეხვევა ცენტრალურ ბირთვს, სადაც თანაარსებობენ როგორც ახალგაზრდა, ისე ხნიერი ვარსკვლავები. მოლურჯო არეები აღნიშნავს ცხელ, ახალგაზრდულ ვარსკვლავებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში წარმოიქმნენ. მკლავების სხვა ნაწილებში კი ანათებს იმ ვარსკვლავების შუქი, რომლებიც დაახლ. 600 მილიონი წლის წინ დაწყებული ვარსკვლავწარმოქმნის ინტენსიური პერიოდის შედეგია.

M81 წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს გალაქტიკური ევოლუციის შესასწავლად. დეტალური სტრუქტურა, ახლო მდებარეობა და ვარსკვლავთწარმოქმნის მდიდარი ისტორია მას აქცევს კვლევის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნედ თანამედროვე ასტრონომიაში.

 

წყარო: NASA/JPL-Caltech/ESA/Harvard-Smithsonian CfA

მეცნიერული პროგრესი - კეთილშობილი გენიოსების სიმართლის ძიება გგონიათ? სერიოზულად ცდებით,
ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორიები აპოლოს მისიაზე.
NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
უნიკალურ კოსმოსურ ექსპერიმენტში ვირტუალური მონაწილეობა, NASA-ს Artemis II-ის სატესტო მისია.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading