spacex dragon/დრაკონი

SpaceX-ის Dragon Capsule: დრაკონი კოსმოსში

შეიძლება ზოგისთვის ეს ზღაპარს ჰგავდეს, მაგრამ SpaceX-ის Dragon კაფსულა — რეალურია. ეს ხომალდები არა მხოლოდ ტვირთის, არამედ ადამიანების კოსმოსში გაგზავნასაც ემსახურებიან. დრაკონი დღეს უკვე კოსმოსური მოგზაურობის სიმბოლოდ იქცა და კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა გახსნა.

Dragon — კოსმოსური ხომალდი, რომელიც SpaceX-მა შექმნა, ერთდროულად ემსახურება როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგებას, ასევე ეკიპაჟის გადაყვანას. მისი სტარტი შედგა 2010 წელს, როცა გახდა პირველი კერძო კაფსულა, რომელმაც კოსმოსში იფრინა და წარმატებით დაბრუნდა. 2012 წლის მაისში კი ტვირთის ვერსია პირველად მიემაგრა კოსმოსურ სადგურს. მას შემდეგ NASA-სთან თანამშრომლობით SpaceX ამ მომსახურებას რეგულარულად აწარმოებს.

spacex dragon/დრაკონი
Dragon-ის კოსმოსური კაფსულა

დროთა განმავლობაში თავდაპირველი Dragon ჩაანაცვლა უფრო დახვეწილმა მოდელმა — Dragon 2-მა, რომელსაც ორი ვერსია აქვს: Cargo Dragon, რომელიც ტვირთის გადასატანად გამოიყენება და Crew Dragon — ეკიპაჟისთვის. Crew Dragon-ს შეუძლია ერთდროულად შვიდი ასტრონავტი გადაიყვანოს. ძველი ვერსიის უკანასკნელი ფრენა 2020 წლის მარტში შესრულდა და მას შემდეგ მხოლოდ Dragon 2 გამოიყენება.

Crew Dragon-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა 2020 წლის მაისში შედგა. ეს იყო დემონსტრაცია, რომელმაც დაამტკიცა, რომ კერძო კომპანიას ასტრონავტების უსაფრთხოდ გადაყვანა შეუძლია. ასტრონავტებმა ბობმა და დაგმა მისია წარმატებით შეასრულეს — მიფრინდნენ, გაჩერდნენ სადგურზე და უკან მშვიდობით დაბრუნდნენ. დღეს უკვე SpaceX წელიწადში ორჯერ უშვებს ეკიპაჟს კოსმოსში, ტვირთს კი კიდევ უფრო ხშირად. ყოველი ფრენის შემდეგ ხომალდი წყალში ეშვება და აღდგენის შემდეგ კვლავ მზად არის შემდეგი მისიისთვის.

spacex dragon/დრაკონი
Dragon კაფსულა დოკირებული საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე

 

კაფსულას სახელი „Dragon“ ილონ მასკმა დაარქვა 1963 წლის სიმღერას — Puff, the Magic Dragon. ეს იყო მისი ირონიული პასუხი სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც მას დაცინვით ეუბნებოდნენ, რომ მისი იდეები, უბრალოდ, განუხორციელებელი ზღაპარია.

დრაგონის წინა განყოფილება ჰერმეტულია და ზარის ფორმა აქვს, ხოლო უკანა — ე.წ. “ტრანკი”, ცილინდრის ფორმის ღია სექციაა, სადაც მზის პანელები მდებარეობს. სწორედ ისინი ამარაგებენ კაფსულას ენერგიით როგორც ფრენისას, ასევე სადგურზე ყოფნისას. ტრანკი კაფსულას მიბმული რჩება დედამიწის ატმოსფეროში შესვლამდე.

spacex dragon/დრაკონი
რბილი დაშვება ოკეანეში, ე.წ. splashdown

 

Dragon-ის ჰერმეტული მოდული განკუთვნილია ეკიპაჟისა და მგრძნობიარე ტვირთისთვის. მასზე დამონტაჟებულია 16 Draco ძრავი, რომლებიც მის ორბიტაზე მანევრირებასა და ორიენტაციას უზრუნველყოფენ. თითოეულს შეუძლია ვაკუუმში 90 ფუნტამდე ძალის გამომუშავება.

გარდა ამისა, ხომალდს აქვს რვა SuperDraco ძრავი, რომლებიც განკუთვნილია გადაუდებელი გამოყოფისთვის — იმ შემთხვევისთვის, თუ გაშვებისას რაიმე სახის საფრთხე წარმოიშვება. ეს ძრავები რამდენიმე წამში აცალკევებენ კაფსულას რაკეტისგან და ეკიპაჟს უსაფრთხოებას უქმნიან.

spacex dragon/დრაკონი
Crew Dragon-ის ასტრონავტები

 

დაშვებისას კი კაფსულა იყენებს ორ დამხმარე პარაშუტს სტაბილიზაციისთვის და ოთხ მთავარ პარაშუტს — საბოლოო შენელებისთვის. ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ხომალდი რბილად დაეშვას ოკეანეში და მომდევნო მისიებისთვის მზად იყოს.

დღესდღეობით Dragon-ს უკვე 49 მისია აქვს წარმატებით შესრულებული, მათ შორის — 45 ვიზიტი კოსმოსურ სადგურზე და 30 ხელახალი ფრენა. ეს მხოლოდ დასაწყისია. 

 

დრაგონის ინტერიერი

 

SpaceX-ის Dragon-ი მიგვანიშნებს, რომ ადამიანების მომავალი კოსმოსშია — და ის უკვე დაწყებულია. ყოველი მისიით კაცობრიობა ერთ ნაბიჯს დგამს ვარსკვლავებისკენ, და დრაგონი ამ მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

 

პარაშუტების ტესტირება დრაგონის კაფსულაზე.

 

 

მომზადებულია Spacex და Britannica-ს მიხედვით

ინოვაციური კაფსულა: კომერციული კოსმოსური გადატრიალება და მომავლის კოსმოსური მგზავრობის სტანდარტი
ენერგიისა და ნაწილაკების უზარმაზარი ამოფრქვევები ჩვენი ვარსკვლავიდან მთელ მზის სისტემაში.
JWST - კაცობრიობის უახლესი ყველაზე ამბიციური მცდელობა კოსმოსის საიდუმლოებების გასარკვევად.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading