მზის შტორმები

 

მზის რადიაციული შტორმი – NASA’s Goddard Space Flight Center Conceptual Image Lab

იცოდით, რომ მზე ხანდახან ისეთი აჟიოტაჟს და აფეთქებებს ქმნის, გეგონება, კოსმოსურ „ფეიერვერკს“ აწყობს? მზეზე „ცეცხლოვანი“ აფეთქებები ცნობილია როგორც მზის შტორმები. მართალია,  დედამიწას პირდაპირ ზიანს არ აყენებენ (გადავრჩით აპოკალიფსურ სცენარებს!), მაგრამ მაინც შეუძლიათ სერიოზული აურზაური და უსიამოვნებები გამოიწვიონ. წარმოიდგინეთ ენერგიისა და ნაწილაკების უზარმაზარი ამოფრქვევა ჩვენი უახლოესი ვარსკვლავიდან მთელ მზის სისტემაში – სწორედ ესაა მზის შტორმი – მთავარი პასუხისმგებელი კოსმოსურ ამინდზე.

მზის ანთება, Solar Flare – NASA/SDO

როცა მზის შტორმი ჩვენსკენ მოდის, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს დედამიწის მაგნიტურ ველზე, რაც იწვევს გეომაგნიტურ შტორმებს. ამ შტორმებმა შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიგნალების დარღვევები, GPS ფუნქციონირების ხარვეზები ან ელექტროენერგიის გათიშვა ზოგიერთ ადგილას. წარმოიდგინეთ, მთელი ქალაქი იჯდეს სიბნელეში და უინტერნეტოდ (კიდევ გავადრამატულოთ და საქართველოს ნაკრების ან პსჟ თამაშის დროს). თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს! მზის შტორმები გვასაჩუქრებენ ულამაზესი მოვლენით: ფერადი სინათლის ჩრდილებით, რომლებიც ცნობილია როგორც ავრორები, პოლარული ციალი ან ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათება (მზის შტორმი=კოსმოსური „ლაზერშოუს“ ორგანიზატორი).

კორონალური მასის ამოფრქვევა CME – ESA/NASA/SOHO

მზის აფეთქებით ქცევას იწვევს მისი ჩახლართული მაგნიტური ველები. ხანდახან, ეს ველები იგრიხებიან, იხლართებიან და გადაერთდებიან, რაც იწვევს ენერგიის გამოტყორცნას მზის ანთების (Solar Flare) ან გაზის უზარმაზარი ღრუბლების სახით, რომლებიც ცნობილია როგორც კორონალური მასის ამოფრქვევები (CME). მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მზის ამოფრქვევები საშიშად ჟღერს, დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი ფარივით გვიცავს მათი ზემოქმედებისგან.

მეცნიერები სპეციალური კოსმოსური მოწყობილობების გამოყენებით მუდმივად სწავლობენ მზის შტორმებს, აფასებენ კოსმოსურ ამინდს და ცდილობენ მის პროგნოზირებას. ასე შეგვიძლია მოვემზადოთ ჩვენი ტექნოლოგიების შემთხვევითი გაუმართაობისთვის, რომლებიც მზის აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს.

ასე რომ, როცა მომავალშიმზის შტორმებისშესახებ გაიგებთ, გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი მზის საოცარი „ცეცხლოვანი“ აფეთქებებისა და ამოფრქვევების შთამბეჭდავი კოსმოსური შოუა! ჩვენი ვარსკვლავი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თავის საოცარ ძალასა და სილამაზეს!

კოსმოსური ამინდის გავლენა დედამიწაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე – ESA

 

ინოვაციური კაფსულა: კომერციული კოსმოსური გადატრიალება და მომავლის კოსმოსური მგზავრობის სტანდარტი
ენერგიისა და ნაწილაკების უზარმაზარი ამოფრქვევები ჩვენი ვარსკვლავიდან მთელ მზის სისტემაში.
JWST - კაცობრიობის უახლესი ყველაზე ამბიციური მცდელობა კოსმოსის საიდუმლოებების გასარკვევად.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading