კოსმოსის გამოკვლევა ყოველთვის ამაღელვებელი მოვლენაა და პირველი კოსმოსური დამყრობელის ტიტული განსაკუთრებული პატივია. NASA საფუძვლიანად იკვლევს კოსმოსს, ის არის კოსმოსური კვლევების ფუძემდებელი, მისი მემკვიდრება შთამბეჭდავია. NASA იმ დროიდან არსებობს ტელევიზორები შავ-თეთრი რომ იყო, ის დაატარებდა ადამიანებს მთვარეზე.
თუმცა, მიუხედავად NASA-ს მდიდარი ისტორიისა და შთმბეჭდავი მიღწევებისა, SpaceX-ის გამოჩენამ ახალი სიცოცხლე შესძინა კოსმოსურ რბოლას. SpaceX კოსმოსის კვლევის წესებს ახლიდან წერს და კოსმოსს მოდურად აქცევს. SpaceX ახალ სიმაღლეებს იპყრობს – თან საკმაოდ ელეგანტურად – იქნება ეს რაკეტების მიწაზე დასმა, მოდური კოსმოსური კოსტიუმები, თუ მასკის სხვა გიჟური იდეები.
აი ხუთი მთავარი მიზეზი, რის გამოც SpaceX ხდება NASA-სთან შედარებით გაცილებით ეფექტური სარაკეტო ინდუსტრიაში:
1. ილონ მასკი: თანამედროვე ტონი სტარკი
NASA-ს ბევრი გამორჩეული ინჟინერი და მეცნიერი ჰყავს, მაგრამ SpaceX-ის სათავეში დგას „მიმების მეფე“ ილონ მასკი, რომელიც მარსზე მოგზაურობაზე X-ში ტვიტავს და გიჟურ იდეებში საკუთარ ფულს ხარჯავს. მასკი ნამდვილად ჰგავს ტონი სტარკს, თუმცა კოსტიუმის ნაცვლად, ის რაკეტებს აშენებს და მარსის კოლონიზაციას გეგმავს. NASA-ს შეუძლია მრავალი დოქტორის ხარისხით იამაყოს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შთააგონებს ისეთ ამბიციურ იდეებს, როგორიც ილონ მასკს შეუძლია. მიუხედავად, პროფესიონალების მხრიდანაც კი, სკეპტიციზმის და დაცინვისა, მისი ბევრი იდეა უკვე რეალობად იქცა.
მასკი კოსმოსური მოგზაურობის როკსტარია. NASA-მ შეიძლება ათასი PR ექსპერტი დაიქირაოს, მაგრამ მაინც ვერ მიაღწევს ისეთ ეფექტს, რაც მასკის ერთ ტვიტს შეუძლია. ვის მოუვიდოდა თავში აზრდა კოსმოსში Tesla-ს გაშვება, ფონად დევიდ ბოუის Space Oddity-ით. NASA-ს არამგონია.

2. ბიუჯეტი: ეფექტური ფინანსური პოლიტიკა
NASA-ს აქვს ფული, SpaceX-ს – მოტივაცია. NASA-ს ბიუჯეტი ისეთივე დიდია, როგორც კოსმოსი – მილიარდობით დოლარი. თუმცა მათ უწევთ მთავრობის ყველა ფორმალობის გათვალისწინება, რაც ძალიან ძალიან ნელი პროცესია.
SpaceX დაფინანსებულია მასკის დოლარებით და კრიპტო ვალუტებით, ამიტომ ისინი მოქმედებენ სწრაფად და ზოგჯერ გზადაგზა რაღაცეებს ამტვრევენ კიდეც, პირდაპირი გაგებით. მათ ბევრი რაკეტა აფეთქეს, მაგრამ, საქმეს მაინც უფრო ეფექტურად აკეთებენ!
SpaceX-ის რაკეტების ხელახლა გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროზე ზრუნავენ, არამედ საკუთარ საბანკო ანგარიშზეც! რაკეტების მრავალჯერადი გამოყენებით, კომპანიამ 10-ჯერ შეამცირა გაშვების ხარჯები. NASA-ს ტრადიციული ერთჯერადი რაკეტები ასობით მილიონი უჯდება, მაშინ როდესაც SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების Falcon 9 რაკეტის გაშვება მხოლოდ 62 მილიონ დოლარად ხერხდება.

3. მოქნილი მენეჯმენტი: სისწრაფე და ეფექტურობა
SpaceX მუშაობს სინათლის სიჩქარით… თითქმის. SpaceX-მა “Falcon 9-ს დაპროექტებას შევძლებთ რამდენიმე წელში” ფრაზა “ჩვენ მომავალი კვირისთვის გაშვება გვაქვს”-ად გადააქცია. სერიოზულად, თუ SpaceX იქნებოდა Tesla ავტოპილოტზე, NASA-მანქანა ჯერ ვერ გარკვეულა როგორ დაპარკინგდეს.
SpaceX გამოირჩევა განვითარებისა და ინოვაციების სწრაფი ტემპით, ახლი რაკეტების გაშვებით, არსებული დიზაინის განახლებით და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვით. Falcon 9-ის სწრაფი განვითარება და ახალი, სრულად მრავალჯერადი Starship-ის გაშვება ნათლად წარმოაჩენს კომპანიის უნარს სწრაფად გააფართოვოს შესაძლებლობები.
ბიუროკრატიის გარეშე, უბრალოდ როკ(ეტი) ‘ნ როლი. ნაკლები ფორმალობა და მეტი ელეგანტურობა. SpaceX-ის მართვა უფრო მოქნილი და ნაკლებად ბიუროკრატიულია NASA-ს სისტემასთან შედარებით. ილონ მასკის ხელმძღვანელობის სტილი უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებას. NASA-ს პროექტები ხშირად აწყდებიან შეფერხებებს ბიუჯეტის კონტროლისა და პოლიტიკური თუ ბიუროკრატიული ფაქტორების გამო. როგორც თავად მასკი იტყოდა: „ჩვენ რაკეტას უფრო სწრაფად ვაშენებთ, ვიდრე ეგენი დოკუმენტს ერთი მაგიდიდან მეორეზე გადადებენ“.
SpaceX მრავალი კომპონენტის წარმოებას შიდა საწარმოებში ახორციელებს, რაც მას მეტი კონტროლის შესაძლებლობას აძლევს ხარჯებზე, ხარისხსა და დროზე. NASA დამოკიდებულია კონტრაქტორებზე, რაც შეიძლება იწვევდეს უფრო მაღალ ხარჯებს და ხანგრძლივ წარმოების პერიოდებს.
NASA-მ შეიძლება ათწლეულები გაატაროს კოსმოსური ხომალდების აშენებაში, SpaceX კი კოსმოსური მოგზაურობის სწრაფი კვების ქსელივითაა: “გინდა რაკეტა? აიღე რაკეტა. გინდა მრავალჯერადი? შესრულებულია!“

4. მრავალჯერადი რაკეტები: ვინ აქვს ფული დასაწვავად?
NASA-ს რაკეტები საუცხოოა, მაგრამ „ერთჯერადი სასწაულია“. ერთხელ გაუშვებ და მშვიდობით სამუდამოდ – არც ისე ეკონომიურია, არა? + ერთჯერადი რაკეტები = უამრავ კოსმოსურ ნარჩენს. მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების განვითარება (შატლი) NASA-მ 2011 წელს შეწყვიტა.
SpaceX-მა კი გადაწყვიტა, რომ რაკეტის ერთხელ გამოყენება ისეთივე აბსურდია, როგორც მანქანის ერთხელ გასეირნების შემდეგ გადაგდება. ამიტომ, დააპროექტეს რაკეტები, რომლებიც კოსმოსური ნინძებივით დედამიწაზე თვითონვე ეშვებიან. SpaceX-ის Falcon 9 მუდმივად აკეთებს ამ „გიჟურ“ ტრიუკს. ეს ჰგავს კალმის ჰაერში სროლას და მისი სრულყოფილად ვერტიკალურ დაშვებას – ოღონდ კალმის მაგივრად 70 მეტრიანი რაკეტაა და ამას ოკეანის ზემოთ აკეთებს.
Falcon 9-ის პირველი საფეხურის მიწაზე დაბრუნების და ხელახლა გამოყენების უნარმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები და გაზარდა გაშვების სიხშირე, რასაც NASA ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

5. ამბიციური გეგმები: მარსი ან არაფერი!
NASA უფრო მეტად ფოკუსირებულია კვლევაზე, SpaceX-ის გაცილებით ამბიციური მიზანი აქვს – ადამიანების დასახლებების შექმნას მარსზე. NASA-ს აქვს მარსზე მისიების გეგმები, რისი საბოლოო მიზანი ასტრონავტების მარსზე გაგზავნაა, თუმცა მათ ბევრი სხვა საქმე აქვთ, მაგალითად, შორეული გალაქტიკების გამოკვლევა, დედამიწის დაცვა ასტეროიდებისგან და ა.შ.
SpaceX ფიქრობს: „არა, მოდი პირდაპირ მარსის კოლონიზაცია მოვახდინოთ.“ მასკს არ აკმაყოფილებს სხვა პლანეტებზე მხოლოდ როვერებს გაგზავნა; მას სურს, რომ ჩვენც იქ წავიდეთ. წითელ პლანეტაზე წითელი Tesla-ებით ვისეირნოთ. მერე, ალბათ, მარსი “მიმების სამოთხედ” გადააქციოს, სადაც ყველა მარსელს ექნება Wi-Fi და X-ის ანგარიში. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარსზე! გნებავთ ლატე კოსმოსის ხედით?”

6. ბონუსები:
გაცილებით მაგარი კოსმოსური კოსტიუმები. NASA-ს კოსმოსური კოსტიუმები 1960-იანი წლების მსგავსად გამოიყურებიან, ფუნქციური, მაგრამ არა ფეშენაბელური. SpaceX-მა კი თავის კოსმონავტებს ჩამოაცვა ელეგანტური, სამეცნიერ ფანტასტიკის მსგავსი კოსტიუმები, რომლებიც ჰოლივუდის ბლოკბასტერიდანაა გადმოსული. თუ კოსმოსში მიდიხარ, კარგად უნდა გამოიყურებოდე!

კოსმოსური Uber. SpaceX თითქმის კოსმოსურ Uber-ვით მუშაობს. გინდა კოსმოსში წასვლა? უბრალოდ დაჯავშნე Starship-ზე მგზავრობა! NASA-ს შემთხვევაში, მოგიწევდა მთავრობის ფორმების შევსება და, ალბათ, შემდეგ ათწლეულში/ასწლეულში ფრენის ლოდინი. SpaceX მიგიყვანს იქ იმაზე ადრე, ვიდრე შენი პიცა მოვიდოდა თბილისის საცობებში!

კოსმოსურიტურიზმი: რადგან ყველას სჭირდება დასვენება. NASA შეიძლება მეცნიერებას ემსახურებოდეს, მაგრამ SpaceX იცის, რომ ზოგს უბრალოდ უნდა Instagram-ისთვის ლამაზი ფოტოები კოსმოსიდან. რატომაც არა თუ შეგვიძლია დედამიწასის ან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფონზე სელფები გადავიღოთ?
