კიდევ 7 მოულოდნელი საფრთხე კოსმოსური ამინდისგან

რა არის კოსმოსური ამინდი და როგორ შეიძლება ის საფრთხედ იქცეს დედამიწის ტექნოლოგიებისთვის?

კოსმოსურ ამინდს ძირითადად მზის აქტივობა განაპირობებს. მისი მთავარი გამოვლინებებია: მზის ანთებები (solar flares), კორონალური მასის ამოფრქვევები (coronal mass ejections, CMEs), მზის ენერგეტიკული ნაწილაკები (solar energetic particles, SEPs) და მზის ქარი (solar wind). ამ დროს მზიდან მოემართება დიდი რაოდენობით პლაზმა, ენერგია და მაგნიტური ველი, რაც წარმოშობს “მზის შტორმებს”.

ხშირად გვგონია, რომ ეს მოვლენები ჩვენგან შორსაა და ვერ შეგვეხება, მაგრამ სინამდვილეში მზის შტორმებს პირდაპირი გავლენა აქვთ ჩვენს ყოველდღიურობაზე. ისინი, დედამიწის მიმართულებით გავრცელებისას, ურთიერთქმედებენ ჩვენს პლანეტასთან და მაგნიტური ველი ერთადერთი ფარია, რაც ამ უხილავი შეტევებისგან გვიცავს. განსაკუთრებით ძლიერი მოვლენები იწვევენ გეომაგნიტურ ქარიშხლებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ახდენს გავლენას.

სტატიაში ზედმეტი სტრესის და შეშფოთების გარეშე გაგაცნობთ 7 მოულოდნელ და ნაკლებად ცნობილ საფრთხეს, რომელიც მზის აქტივობის შედეგია:

  1. ძლიერმა მზის შტორმებმა შეიძლება გამოიწვიონ ელექტროგამანაწილებელი ქსელების მუშაობის გლობალური შეფერხებები. მაგალითად, 1989 წელს გეომაგნიტურმა შტორმმა კვებეკის პროვინციის (კანადა) ელექტროენერგიის ცხრა საათით გათიშვა გამოიწვია. წარმოიდგინეთ,  ფილმს უყურებთ ფინალური სცენის წინ შუქი გაითიშა. არ არის სასიამოვნო. კიდევ უარესია, ფორმულა 1-ის რბოლის რეპორტაჟი სტარტისას თუ გაგეთიშათ.
  2. კოსმოსურმა ამინდმა შეიძლება GPS სიგნალებზე მოახდინოს ზემოქმედება. გარდა იმისა რომ Google Map-მა უცნობ ქალაქში გზა შეიძლება აგირიოს, ეს ართულებს თვითმფრინავების, გემების ნავიგაციას და შეიძლება საბანკო და საფინანსო სისტემებზეც კი იმოქმედოს.
  3. მზის რადიაციის შტორმებმა შეიძლება პოლარულ რეგიონებში რადიოკომუნიკაციის გათიშვა გამოიწვიონ. რაც ავიამიმოსვლისა და კვლევითი სადგურების კომუნიკაციას სერიოზულად აუარესებს.
  4. ძლიერი მზის შტორმების დროს წყალქვეშა კაბელებიც შეიძლება დაზიანდეს. ამან შეიძლება გლობალურ ინტერნეტკავშირის შეფერხება გამოიწვიოს. დღე Facebook-ის გარეშე – ნამდვილი ცივილიზაციის დასასრულივით ჟღერს!
  5. კოსმოსური ამინდის პროგნოზირება ავიაკომპანიებს ეხმარება თავიდან აიცილონ ფრენები მაღალი რადიაციის ზონებში. ეს ფრენის მარშრუტებს უფრო უსაფრთხოს ხდის. რადიაციულ ზონებში ფრენა სახალისო არ ჩანს, თუნდაც ილუმინატორიდან Coldplay-ის შოუს უყურებდე ყველა პოლარული ციალის ფონზე.
  6. გეომაგნიტური შტორმები აჩქარებენ სატელიტების, თანამგზავრების „დაბერებას“, რადიაციის ზემოქმედება იწვევენ მოწყობილობების დაზიანებს და კომუნიკაციების შეფერხებას. ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯები და თავის ტკივილია.
  7. კოსმოსური ამინდის მონიტორინგი და პროგნოზირება საჭიროა ასტრონავტების უსაფრთხოებისთვის. კოსმოსში მყოფი ასტრონავტები, რაც არ უნდა გაწვრთნილი და ნავარჯიშები იყვნენ, დაუცველები არიან მზის შტორმების მომაკვდინებელი რადიაციის მიმართ. კოსმოსუსრი ამინდის გათვალისწინება აუცილებელია კოსმოსური მისიების დაგეგმვისთვისაც. 

 

კოსმოსური ამინდის გავლენა ტექნოლოგიებზე – ESA

 

NASA-ს და ESA-ს სპეციალისტები მუდმივად ახორციელებენ კოსმოსური ამინდის მონოტორინგს და ცდილობენ პროგნოზირების მეთოდების გაუმჯობესებას. კოსმოსური ამინდის პროგნოზირება ასტრონომიის შედარებით ახალი მიმართულებაა. 1950-იანი წლებიდან ეს საკითხი განსაკუთრებით პრიორიტეტულია და ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა აშშ, მას ეროვნულ უსაფრთხოების საფრთხედ განიხილავს.

 

მსგავსი სტატიები:
მზის შტორმები
10 საინტერესო ფაქტი მზის შტორმებზე
11 საინტერესო ფაქტი კოსმოსური ამინდის შესახებ
NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.
ტრანზიტის მეთოდი - ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდის განხილვა.
ასტრონომიისა და კოსმოსური ფრენების შესახებ ორი სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის (გერმანია) მიმოხილვა.
როდის და როგორ ხდება მზის და მთვარის დაბნელებები.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading