ვენერა — დედამიწის ბრწყინვალე, ცეცხლოვანი ტყუპისცალი

მზიდან მეორე პლანეტა, ვენერა, ხშირად დედამიწის ტყუპისცალად/დობილად მოიხსენიება — თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. მართალია, ზომითა და შიდა სტრუქტურით ისინი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ვენერა უკიდურესობებით სავსე სამყაროა. მის გაუვალ ღრუბლებში, მაღალი ტემპერატურის ქვეშ, ბობოქარი ქარების მიღმა, იმალება სილამაზითა და სისასტიკით ერთდროულად შთამბეჭდავი პლანეტა.

 

ვენერა spaceyhub

 

უცნაურად ნაცნობი

ვენერა ჩვენი მეზობელი პლანეტაა და მზისა და მთვარის შემდეგ ცაზე ყველაზე კაშკაშა ობიექტად გვევლინება. მისი დიამეტრი დაახლოებით 12,104 კმ-ია — თითქმის დედამიწის ტოლი. მაგრამ მსგავსება სწორედ აქ მთავრდება.

სქელი გოგირდმჟავას ღრუბლების ქვეშ, ვენერას ზედაპირის ტემპერატურა 475°C–ს აღწევს — ეს საკმარისია, რომ ტყვია დადნეს. ეს არის შედეგი უკიდურესად ძლიერი სათბურის ეფექტის. ატმოსფერო მზისგან მიღებულ სითბოს აკავებს და პლანეტას მზის სისტემის ყველაზე ცხელ წევრად აქცევს.

ვენერა spaceyhub

 

ვენერას სახელს მიღმა

ძველი ცივილიზაციები ვენერას სიკაშკაშით იყვნენ მოხიბლული. ზოგჯერ ის ორ ცალკე ვარსკვლავადაც კი აღიქმებოდა — ერთი მზის ამოსვლისას, მეორე კი ჩასვლისას. რომაელებმა მას სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის, ვენერას სახელი მიანიჭეს (ბერძნულად — აფროდიტე). 

ეს ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ქალღმერთის სახელი ჰქვია, რის გამოც მის ზედაპირზე ობიექტების უმეტესობას ქალის სახელები ჰქვია.

 

ორბიტა და ბრუნვა

ვენერაზე ერთი დღე უფრო გრძელია, ვიდრე ერთი წელი: პლანეტას ერთი სრული შემობრუნებისთვის 243 დედამიწის დღე სჭირდება, ხოლო მზის გარშემო ერთ შემოსვლას მხოლოდ 225 დღე. 

რაც კიდევ უფრო გასაოცარია — ვენერა საპირისპიროდ ბრუნავს, ანუ მზე მასზე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის.

მთლიანად რომ არ დაგვაბნიოს, ვენერას ღერძის დახრა თითქმის ნულოვანია (მხოლოდ 3°), რის გამოც სეზონური ცვალებადობა პრაქტიკულად არ არსებობს და კლიმატი მუდმივად ცხელი რჩება.

 

ღრუბლების საიდუმლოება

ძალიან მაღლა, ზედაპირიდან დაახლოებით 50 კმ სიმაღლეზე, ვენერას ატმოსფეროში არსებობს შრე, სადაც ტემპერატურა 30°C-დან 70°C-მდე მერყეობს და წნევაც დედამიწისეულს ჰგავს. ამ ზონამ გამოიწვია სპეკულაციები მიკრობული სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაზე.

ღრუბლებში მუქი ზოლები ულტრაიისფერ სინათლეს შთანთქავს და უცვლელად ინარჩუნებს ფორმას, მიუხედავად ძლიერი ქარებისა. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება უჩვეულო ქიმიური ნაერთები — ან თუნდაც მჟავე გარემოსთან ადაპტირებული მიკრობები იყოს.

ვენერა spaceyhub

ვენერა spaceyhub

 

სტრუქტურა — დედამიწის ტყუპისცალი

საშინელი ზედაპირის მიღმა, ვენერას შიდა სტრუქტურა დედამიწისას ჰგავს: რკინის ბირთვი, ცხელოვანი მანტია და კლდოვანი ქერქი. 

პლანეტაზე ფართოდ არის გავრცელებული ვულკანიზმი და არსებობს ნიშნები იმისა, რომ მას გეოლოგიურად ბოლო პერიოდში გააჩნდა აქტივობა. NASA-ს მაგელანის ხომალდმა აღმოაჩინა ვულკანური სტრუქტურები და დეფორმირებული მთის ქედები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტას შესაძლოა ოდესღაც ტექტონიკური ფილებიც ჰქონოდა.

 

უცნაური მეზობელი — ზუზვე

მიუხედავად იმისა, რომ ვენერას არ ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი, მას ყავს უცნაური კოსმოსური მეზობელი — კვაზი–თანამგზავრი, სახელად ზუზვე (ZooZve). ასტეროიდი, რომელიც ვენერას ორბიტასთან ახლოს მოძრაობს, შესაძლოა 7000 წელზე მეტია მას გვერდით მიჰყვება. მისი ორბიტა არასტაბილურია და დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

სახელი ზუზვე ხუმრობით დაიბადა — ბავშვმა არასწორად წაიკითხა მისი კატალოგის ნომერი (2002 VE68), რაც მეხსიერებაში წარუშლელ სახელად იქცა. საბოლოოდ ეს სახელი ოფიციალურად დამკვიდრდა.

 

წარსული, რომელიც კითხვებს ბადებს

ვენერა და დედამიწა სავარაუდოდ ერთნაირი პირობებში ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ. შესაძლოა ვენერას ოდესღაც წყალი და ოკეანეებიც ჰქონდა. მაგრამ ერთი პლანეტა სიცოცხლის აკვნად იქცა, მეორე კი — ცეცხლოვან ქვაბად. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება დაგვეხმაროს საცხოვრებლად ვარგისი პლანეტების წარმოშობისა და მათი ბუნების უკეთ გაგებაში.

 

ადრეული კვლევები და მომავალი მისიის იმედი

1961-დან 1984 წლამდე, საბჭოთა კავშირის Venera პროგრამამ მრავალი ზონდი გაგზავნა ვენერაზე. ათმა მათგანმა წარმატებით დაშვება მოახერხა და გამოავლინა პლანეტის კლდოვანი ზედაპირი, ვულკანები და ატმოსფერო. ზოგიერთი ზონდი იმდენ ხანს გადარჩა, რომ ფოტოებიც გადმოსცა.

ამ მისიებმა, NASA-ს მაგელანის ორბიტერთან ერთად, ვენერა უბრალო ბუნდოვანი წერტილიდან გარდაქმნეს ცოცხალ და დინამიურ სამყაროდ.

პლანეტის მომავალი მისიები უკვე მზადდება. იმედია პასუხი გაეცემა ვენერაზე არსებულ შეკითხვებს და შევძლებთ პლენეტის კიდე უფრო უკეთ გაცნობას.

 

წყარო: NASA

პლანეტები მზის სიტემის მიღმა - ეგზოპლანეტების საოცარი სამყარო.
მთვარის ისტორიული მისიის კულისების ერთ-ერთი გმირი - მარგარეტ ჰამილტონი.
სატურნი - ცნობილი თავისი გრაციოზული რგოლებითა და მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით.
NASA-ს Artemis პროგრამა დაბრუნებაა მთვარეზე. ამბიციური მისია აპოლოს ეპოქის შემდეგ.

Discover more from spaceYhub

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading